ირაკლი შოთაძის გასაუბრების პარალელურად, პროკურატურასთან აქცია იმართება
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გასაუბრების პარალელურად, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ შოთაძეს ისევ სურს უწყების მართვა, რომელიც თავადვე დატოვა.
"მოითხოვე დეპოლიტიზირებული პროკურორი", "არა მარიონეტებს", "შოთაძის დაბრუნება დანაშაულია" — ამ და სხვა საპროტესტო პლაკატებით ისინი პროკურატურის შესასვლელთან დგანან. ასოციაციის წევრის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, აქ შეიკრიბნენ რადგან, შიგნით შესვლის უფლება არ აქვთ, ამიტომ სურთ საჯაროდ გააჟღერონ კითხვა, რომელზეც შოთაძის პასუხი აინტერესებთ.
"იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურას მოუწევს სამოხელეო დანაშაულზე მუშაობა, საინტერესოა რა პოზიცია ექნება იმ ირაკლი შოთაძეს ამასთან დაკავშირებით, რომელიც მთავარ ფიგურად წარმოგვიდგენია, სწორედ ამ სამოხელეო დანაშაულში", — განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. გენერალური პროკურორობა 16 კანდიდატს სურს.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.
პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.
არასამთავრობოები მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
კომენტარები