ივანიშვილს მიესალმებიან ვაშინგტონში და მისგან მოისმენდნენ, რა ხდება საქართველოში — IRI-ს პრეზიდენტი
ფოტო: VOA
საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან დაკავშირებით, ბოლო დროს საქართველოში ბრალდებები გაჟღერდა ორგანიზაციის მიკერძოებასთან დაკავშირებით. როგორ აფასებს ორგანიზაცია საკუთარ საქმიანობას საქართველოში, რა არის მისი მისია და რა იწვევს მის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკას.
ამ თემებზე აი-არ-აის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვაინინგს, ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
იმისთვის, რომ აი-არ-აიმ საქართველოში საქმიანობა გაგრძელოს, მასპინძელი ქვეყნის მთავრობის თანხმობა სჭირდება. რა ურთიერთობა გაქვთ ქართულ ოცნებასთან?
"ქართულ ოცნებასთან" ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც - არჩეულ პირებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. საქართველოში ყოველთვის გვქონდა გულახდილი ბროკერის როლი, უწყების როლი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ამით ძალიან ვამაყობთ. გასულ კვირას, როცა საქართველოში აი-არ-აი, ენ-დი -აი და სხვა პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, აი-არ-აი "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგს ატარებდა. აი, ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა თავს გვესხმოდნენ.
ხედავთ თუ არა გლობალურ ტენდენციებს ამერიკული არასამთავრობო, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ?
კი, ვხედავთ. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება.
ასევე, გასაკვირია ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა, რომელმაც ამერიკული არასამთავრობოების მიმართ კრიტიკა საჯაროდ და საკმაოდ მკაცრად გააჟღერა, აღნიშნა, რომ მზადაა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი უკმაყოფილება ამერიკის ადმინისტრაციას და კონგრესს გაუგზავნოს. როგორ პასუხობთ ამას? როგორც მუქარას, როგორც სერიოზულ საფრთხეს ამერიკული არასამთავრობოების მიმართ საქართველოში, თუ როგორც რაიმე სხვას?
რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში აი-არ-აი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენს მიმართ და ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო.
ელოდებით თუ არა საქართველოს მთავრობისგან რაიმე სახის მკაცრ რეაქციას? მაგალითად, შეუძლია თუ არა მთავრობას შეწყვიტოს აი-არ-აის, ან ენ-დი-აის საქმიანობა საქართველოში, ისე როგორც ეს სხვა რამდენიმე ქვეყანაში ვნახეთ, სადაც მთავრობა კმაყოფილი არ იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით? ელდებით თუ არა რაიმე სანქციას მთავრობისგან?
არა. საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა აი-არ-აი, ენ-დი-აი, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონგ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს.
არანაირი ნიშანი არ მაქვს იმის, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ანუ საქართველოში თქვენი საქმიანობის შეწყვეტა. უბრალოდ კითხვა მიჩნდება, რა მოხდება ადმინისტრაციასა თუ კონგრესში. სავარაუდოდ, ადამიანებს გაუჩნდებათ უკმაყოფილება. თუ დღეს საქართველოს მთავრობაში ვინმე ფიქრობს, რომ აი-არ-აის, ენ-დი-აის, ნედის ან სხვა ამერიკული ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ხელს უშლის, მათი საქმიანობის შეჩერება ან მათზე სანქციების დაწესება სწორედ ამ შედეგს მოიტანს - დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. თქვენ რას ფიქრობთ?
ეჭვი მაქვს, რომ ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. იტყვიან, რომ ფიქრობდნენ, რომ ეს დემოკრატია იყო, რომელშიც ორივე ქვეყანამ ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადო და მყარი პარტნიორობა დაამყარა. ადამიანები კაპიტოლიუმზე და აღმასრულებელ მთავრობაში დაფიქრდებიან იმაზე, თუ რატომ ხდება ეს.
რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი… დასაწყისში ვისაუბრეთ თქვენი საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების ბრალდებაზე. თქვენ აღნიშნეთ, რომ სინამდვილეში, ეს ბრალდება არაა მთავარი ამბავი და სინამდვილეში მთავარი სულ სხვა რამაა. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ეს დავა აი-არ-აისთან დაკავშირებით, საქართველოში, იმ ქვეყანაში ხდება, სადაც სხვადასხვა მთავრობა ამერიკულ ორგანიზაციებს სიამოვნებით მასპინძლობდა ამდენი წლის განმავლობაში?
ვფიქრობ, ეს კარგი კითხვაა ქართველებისთვის. ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს შესახებ ნარატივი ისაა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ქართველები, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც საბჭოთა იმპერიის დაშლაში შეიტანა წვლილი. ამის შემდეგ, მათ ქვეყანა შექმნეს უკიდურესად რთულ პირობებში. 2003 წელს მოახდინეს მშვიდობიანი რევოლუცია მმართველობის შესაცვლელად, მოგვიანებით არჩევნების გზით, ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარეს ერთი ძალიდან მეორეს. დაამყარეს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ამერიკელებს სჯერათ იმის, რომ ეს არის საქართველოს ტრაექტორია. სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და აი-არ-აი ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები