რას პასუხობს ეკა ბესელია კითხვას, გავრცელდა თუ არა კადრები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
"გაჩერდიო მითხრა, თორემ მე შენ ვერ დაგიცავო", — ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია გადაცემა რეაქციის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვას, გავრცელდა თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით. ბესელია ამბობს, რომ ეს იყო მრავლისმეტყველი ფრაზა და შესაძლოა, გაფრთხილებაც.
დეპუტატი უარს ამბობს ამ საუბრის სხვა დეტალებზე ისაუბროს და აცხადებს, რომ ისტორიას მაშინ გააგრძელებს, როცა საჭირო გახდება. ნახეთ ეკა ბესელიას პასუხი:
"ახლა გეტყვით, პირველად, ერთ ამბავს, ერთ ფრაზას, რომელიც შეიძლება იყოს მრავლისმეტყველი. ეს კადრები გავრცელდა 27 იანვარს. ეს არის ის ღამე და დღე, როდესაც 2-დღიანი უმრავლესობის სხდომა ჩაატარა ივანიშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებულ თემაზე და ეს იყო უმწვავესი საუბარი შიგნით.
ეს კადრები გავრცელდა [მას შემდეგ] ზუსტად ის მძიმე ორდღიანი სხდომა რომ დამთავრდა, სადაც მე საკმაოდ მწვავე საუბარი მქონდა. იმ ღამეს გავფრინდი მივლინებაში და ზუსტად იმ ღამეს გავრცელდა ეს კადრები. მე ჩამოვედი, ივანიშვილს შევხვდი. მკითხა, რაიმე ეჭვი ხომ არ გაქვს ჩვენზეო. ვუთხარი, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა, მართლა არ მინდა ამის ბოლოდე დაჯერება, რომ შეიძლება ეს მოხდა შენი თანხმობით-თქო. წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მასთან ერთად შვიდი წელი გაიარა ეს გზა. ზარდიაშვილივით კი არ ვხტებოდი იქიდან-აქეთ და ოხანაშვილივით, რომელიც 2016-ში შემოახტა ამ ოცნების ვაგონს.
ჩემთვის ძალიან მძიმე დასაჯერებელი იქნება, შეიძლება რაღაც ეჭვები მქონდეს შინაგანად, მაგრამ... ამიტომ, მე ამის დაჯერება მიჭირს-მეთქი. მითხრა ამ ამბავმა მე უფრო დამაზარალა, ვიდრე შენო და ეს ნაციონალების გაკეთებულიაო. მე ვუთხარი გახსენით ეს საქმე და დამიდეთ კონკრეტული პირი ან პირები, სახელი და გვარი, ვინ ჩაიდინა იმიტომ, რომ ეს ემთხვევა სასამართლოსთან დაწყებულ კონფლიქტს. მითხრა კიო, ეს გაიხსნებაო. მაგრამ ამას მოყვა შემდეგი ფრაზა მისგან და მე აქ გავჩერდები არ გავაგრძელებ დღეს, სხვა დროს გავაგრძელებ ამ საუბარს და სხვა საუბარსაც, თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები. გაჩერდიო მითხრა, თორემ მე შენ ვერ დაგიცავო. ეს იყო მრავალმნიშვნელოვნად ნათქვამი სიტყვა იმიტომ, რომ მეორედაც გავრცელდა თუ გახსოვთ, ერთ თვეში. არ ვიცი ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება. ჩემი პასუხი იყო, რომ მე არავის დაცვა არ მჭირდება და იქეთ გიცავთ ყველას-თქო."
ამ საკითხზე ბესელიას თანაგუნდელს, გედევან ფოფხაძეს ნათქვამი აქვს, რომ შეუძლებელი იყო კადრები ივანიშვილის თანხმობის გარეშე გავრცელებულიყო. ბესელია კი ამბოდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ნება რომ იყოს, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეს გამოიძიებდნენ.
22 ივნისს ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი და მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. ბესელიას განცხადებით საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი "უკვე დამღლელია".
დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც "დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა".
გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.
გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ არის გადაღებული 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები