ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად უნდა გავრცელდეს — გახარია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გასაფართოვებლად, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს. ამის შესახებ პრემიერმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას".
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიის მანდატის საკითხი მათი შეხვედრისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან ერთად.
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიფინგის დაწყებისას აღნიშნა, რომ ადასტურებს პრემიერის განცხადებას, რომ მათ განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ამასთან, ევროკომისარს თავის სიტყვაში კონკრეტულად არ უსაუბრია სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაზრდაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას საოკუპაციო ხაზთან. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. მათი მანდატი ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.
საქართველოს დღეს, 16 სექტემბერს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდა.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები