გვარამიას ადვოკატი: საქმის მასალები 25 ყუთია... რას მოიმოქმედებენ არ ვიცით
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები უკვე გადაეცათ და ის საკმაოდ მოცულობითია. მისივე თქმით, პროკურატურამ რეალურად არც იცის, რა ხდება საქმის მასალებში, რადგან დოკუმენტაციას არ გაცნობია.
"დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურამ არც იცის, რა ხდება საქმის მასალებში იმიტომ, რომ ჯერ არ გაცნობიან ამ დოკუმენტაციას. ბრალის დადგენილების გადაცემის შემდეგ მე გადმომეცა საქმის მასალები, არის ძალიან მოცულობით საქმე, 25 ყუთია და დანომვრა და აღწერაც კი ვერ მოასწრეს ამ დოკუმენტაციის, რაც, ზოგადად, ეს წესი დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტია, რომ რეალურად მათ ჰქონდათ მითითებული კონკრეტული დრო, რომ დღეს უნდა მოსწრებოდა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა", — განუცხადა საძაგლიშვილმა კურიერს.
მისი თქმით, ეს გარემოებები ადასტურებს, რომ, რეალურად, პროკურატურას "ის კი არ აინტერესებს ამ დოკუმენტაციაში რა არის მითითებული, არამედ დაკავებულია ნიკა გვარამიას იმიჯის შებღალვის მცდელობით და მეტი არაფრით".
"მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ საჯაროდ და ბრალის დადგენილების გადმოცემის მომენტში პირადადაც დაუფიქსირა საკუთარი პოზიცია, ახლა რას მოიმოქმედებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვენ ან მოითხოვენ თუ არა საერთოდ და როდის გააკეთებენ ამას, არის წარმოუდგენელი, არ ვიცით", — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნიკა გვარამიას საქმე
პროკურატურა ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორობის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. უწყების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
"2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს ინტერ მედია პლიუსთან, რომლისმფლობელებიც არიან მისი მეგობრები - ზ.გ. და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ზ.ი.
ხელშეკრულების თანახმად, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა ინტერ მედია პლიუსს დაუთმო საკუთარი არხების (რუსთავი 2-ის, ,ხალი არხის (იგივე კომედიარხის) და მარაოს) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ინტერ მედია პლიუსის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ ნიკა გვარამია მოქმედებდა რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და "მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის ინტერ მედია პლიუსისათვის გამორჩენის მისაღებად". მათივე განცხადებით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.
პროკურატურის ცნობით, გარდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმისა, რომელმაც ბრალდების მხარის ცნობითმ, კომპანიას 6 მილიონზე მეტი თანხა დააკარგვინა, ასევე, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები რუსთავი 2-ზე რეკლამის განსათავსებლად ინტერ მედია პლიუსის კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.
უწყების ცნობით, კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ინტერ მედია პლიუსს ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.
მათივე ცნობით, 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა — საერთო ჯამში 602 521 ლარად.
16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
კომენტარები