გვარამია: რუსთავი 2-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, გახდა რუსული
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2
"მე რუსთავი 2-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული", — ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია ფეისბუქზე დაწერა.
მისი თქმით, ყველა ბრძოლა მოუგო "მტრულად განწყობილ სახელმწიფოს" და "მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს".
"მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა, უბრალოდ, რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა", — აცხადებს გვარამია.
ის ასევე წერს, რომ რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში — სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა "ბნელ ქართულ ოცნებას", ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი "ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა".
"იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა — ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისუფლების სუნი და ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი — რუსული გავლენა. დიახ, დაანგრია და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს", — აცხადებს გვარამია.
ის ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად მოგვიანებით შეაფასებს. ის ფიქრობს, რომ "არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო".
"მე რუსთავი 2-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებული და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში, მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდმა ევროპელმა მოსამართლემ.
მე რუსთავი 2-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და, ალბათ, ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი — რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო სჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს", — წერს ნიკა გვარამია.
რუსთავი 2 და სტრასბურგის სასამართლო
სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, არხზე ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია მივიდა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს და კომპანიის ერთ დღეში გადაფორმებაც ამის დასტურია.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა. ცვლილება საჯარო რეესტში ტელეკომპანიის ახალი მფლობელის თხოვნის საფუძველზე აისახა. ამავე დოკუმენტაციით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია მისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა. მანამდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა და შეხვდა, როგორც ჟურნალისტენს, ისე ფინანსურ დირექტორს.
ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.
-
Amnesty International: გრანტების შესახებ კანონში ცვლილება ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს Amnesty International: გრანტების შესახებ კანონში ცვლილება ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს
გადახედვა
-
ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს
გადახედვა
-
სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
გადახედვა
-
AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით
გადახედვა
-
გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება
-
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
-
Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე
-
მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
გადახედვა
-
2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს 2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება "ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
-
ლორა თორნტონი: რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს? ლორა თორნტონი: რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს?
გადახედვა
-
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
-
მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს
გადახედვა
-
ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა
გადახედვა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში
გადახედვა
კომენტარები