ნინო გოგუაძე

5 Jul. 2019, 22:33

ერთადერთი რაც მოგვეწონა, მათ თქვეს, რომ ეს იყო ამბოხი. დიახ, ეს იყო ამბოხი, ოღონდ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება სწორედ ამის მქადაგებელია... აქ ვცხოვრობთ ჩვენ, ქალები და კაცები, ბავშვები და მოხუცები, ახალგაზრდები და მოწიფულები. ვცხოვრობთ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, აღმსარებლობის, ვცხოვრობთ ლიბერალები და ცხოვრობენ კონსერვატორები. დიახ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ და თუ რაიმეს გვასწავლის ეს ქვეყანა, არის ის, რომ პატივი ეცი და პატივს გცემენ, შეიყვარე და შეგიყვარებენ და რაც მთავარია, არ შეიძულო და არ აიძულო, რადგან საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების კონტრაბანდულად გადმოტანის…