ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, დავრჩებით თუ არა ცივილიზებული სამყაროს ნაწილად — ოქრუაშვილი
ფოტო: TV პირველი
პოლიტიკური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, საქართველო დგას ამოცანის წინაშე — დარჩება ცივილიზებული სამყაროს ნაწილად თუ აღმოჩნდება ბნელ გვირაბში. ამის შესახებ ოქრუაშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა.
ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და არავის აქვს უფლება, თავისი თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს და სახელმწიფო ფუნქციების განხორციელება თავის თავზე აიღოს.
"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა", — თქვა ოქრუაშვილმა.
თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მიუხედავად მისი მრწამსისა და შეხედულებებისა.
"კონსტიტუცია უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვისიც არ უნდა იყოს ეს. კონსტიტუცია არის მთავარი სამოქმედო დოკუმენტი თითოეული ჩვენგანისთვის", — განაცხადა მან.
ის მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები.
"ასევე, მივმართავთ თითოეულ პოლიციელს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება და მათი მხრიდან სახელმწიფოს ინტერესების ხელში აღება", — აღნიშნა ოქრუაშვილმა.
16 ივნისს "ნამდვილი კაცების" აქციაზე ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დააანონსა. მისი თქმით, ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება მშვიდი, იარაღის გარეშე. მაგრამ თავადვე აღნიშნა, რომ ნებისმერ კორდონს გაარღვევენ. გუშინ, 17 ივნისს შსს-მ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
კომენტარები