აფხაზეთის მთავრობა ერთსა და იმავე პირებს წელიწადში რამდენჯერმე აფინანსებდა — აუდიტი
ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის მთავრობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ აფხაზეთის მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში ხარვეზები აქვს.
აუდიტის სამსახურმა ნაკლოვანებები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა, მათ შორისაა მატერიალური დახმარების გაცემა. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ აფხაზეთის მთავრობა წელიწადში რამდენჯერმე გასცემს მატერიალურ დახმარებას ერთსა და იმავე პირებზე მაშინ, როცა მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ათასობით ადამიანს უარს ეუბნება.
ფიზიკური პირების დაფინანსებაში არსებული ხარვეზები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის სარეზერვო ფონდი 220 000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების თხოვნის მიზნით, მთავრობის აპარატში 2017 წელს სულ 2 266 განცხადება შევიდა, რომელთაგან დაფინანსდა 910 ფიზიკური პირი. მათთვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, ჯამში დაიხარჯა 196 840 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ფინანსური დახმარების მიზნით, დაფინანსდა 13 განცხადება/წერილი, ჯამში — 23 155 ლარით. შესაბამისად, სარეზერვო ფონდის საკასო შესრულებამ სულ შეადგინა 219 995 ლარი.
2017 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 553 შემთხვევაში, ჯამში, 97 600 ლარის მატერიალური დახმარება სოციალური მდგომარეობის გამო გაიცა.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წელს დაფინანსებული ფიზიკური პირების ბაზის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს 19 პირზე 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიცა ფინანსური დახმარებები, ჯამში 7 300 ლარი. მათგან 16 პირი ასევე დაფინანსებული იყო 2016 წელსაც, ხოლო 9 პირი დაფინანსებულია, როგორც 2016, ისე 2015 წელს.
"აღნიშნული მონაცემებიდან ფაქტობრივად დგინდება, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ, მაშინ როდესაც, მსგავსი პრობლემების მქონე პირთა, იმავე შინაარსის 1 306 განცხადება არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ხოლო 37 დევნილის განცხადება არც დაკმაყოფილდა და არც სხვა უწყებაში გადაგზავნილა", — ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, მაშინ როდესაც, ერთი და იმავე პირებს რამდენიმეჯერ აფინანსებენ, რიგი განცხადებები მსგავსი პრობლემებითა და დამადასტურებელი დოკუმენტებით რჩება დაუფინანსებელი, ან იგზავნება სხვადასხვა უწყებაში, თუმცა არც ამ უწყებების მიერ ხდება დაფინანსება.
"აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არათანაბარ პირობებზე, რაც წარმოშობს ინტერესთა არასწორად გათვალისწინებასთან დაკავშირებულ რისკებს", — ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
ამავე დასკვნაში საუბარია მივლინებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზეც.
არამიზნობრივი მივლინება
აუდიტის სამსახურის ცნობით, ფაქტობრივად, ვერ დასტურდება კონკრეტულად, რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მიავლინეს მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 2-ჯერ, პოლონეთის ქალაქ კრაკოვსა და იორდანიის ქალაქ ელ-მაფრაკში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე მთავარი სპეციალისტი წარსდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით — "საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში", ხოლო ელ- მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე თემის — "პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი", პრეზენტაციით.
"აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, მთავრობის აპარატის მიერ ორივე "მივლინებაზე" გაწეული ხარჯები, ჯამში 2 357 ლარი და 60 თეთრი გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ", — ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ხარვეზები თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალში
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ მთავრობის აპარატის მიერ წარმოებულ "თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალში" არ ფიქსირდება თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ზუსტი დრო. ამის გამო დაუსაბუთებელია კონკრეტული თანამშრომლისათვის შინაგანაწესით განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობის დადგენა. აგრეთვე, აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი არ ფიქსირდება აღრიცხვის ჟურნალში. ისინი ან საერთოდ არ აწერდნენ ხელს ჟურნალში, ან უმრავლეს შემთხვევაში, ჟურნალში დაფიქსირებული ხელმოწერები არასრულია, ან არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას.
"მთავრობის აპარატში წარმოებული აღრიცხვის ჟურნალი და სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა ატარებს ფორმალურ ხასიათს, მთავრობის აპარატის მიერ არ ხორციელდება ყველა თანამშრომლის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან გასვლის სათანადო აღრიცხვა და მასზე შესაბამისი კონტროლი", — აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა და სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ხელფასის დარიცხვის საფუძველია.
"მთავრობის აპარატი ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის დისციპლინის ეფექტიან დაცვასა და ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვა-კონტროლს, შესაბამისად, იქმნება ხელფასების სწორად გაანგარიშება-გაცემის რისკები", — ნათქვამია ანგარიშში.
შტატგარეშე თანამშრომლები
აუდიტის სამსახურის ცნობით, მთავრობის აპარატის მიერ შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების კუთხით, არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც წარმოქმნის შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.
აფხაზეთის მთავრობის პოზიცია
აფხაზეთის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნოდარ ჯალაღონიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ აუდიტის დასკვნა არც თუ ისე კრიტიკულია და მათ პრობლემები უნდა გამოასწორონ.
"პირები, რომლებმაც 2-ჯერ და 3-ჯერ აიღეს დახმარება არიან უკიდურეს გაჭირვებაში. ზოგიერთის სოციალური დახმარების ქულა 1000-სს შეადგენს. რაც შეეხება მივლინების საკითხს, ეს იყო ვიზიტი საერთაშორისო კონფერენციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის თემატიკაზე საუბარი", — განაცხადა ნოდარ ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, 2019 წლიდან აფხაზეთის მთავრობამ თანამშრომელთა აღრიცხვის ელექტრონული ფორმა აამუშავა.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები