ინაშვილი და სხვები ადამიანისთვის "დეგრადირების" უფლების კონსტიტუციით შეზღუდვას ითხოვენ
საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის იმ მუხლის შეცვლას ითხოვენ, რომლითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფოს საშუალება ექნება კონკრეტულ შემთხვევებში შეზღუდოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
ინიციატივის ავტორი 16 მოქალაქეა, მათ შორის არიან ლალი მოროშკინა, ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, პარლამენტიც ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი. ინიციატორების განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაკონკრეტდება კონსტიტუციის მე-12 მუხლი, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას განსაზღვრავს. კერძოდ, მე-12 მუხლს ემატება ორი ქვეპუნქტი, რომლის ფორმულირებაცაა:
- საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ მოიცავს ადამიანის მიერ თვითგანადგურების, დეგრადირების ან თვითდაზიანების უფლებას;
- კანონით შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ადამიანზე სხვა მსგავსი ძლიერმოქმედი საშუალებებისა და ნივთიერებების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, გასაღება, დამზადება, წარმოება, დათესვა, მოყვანა, კულტივირება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და ამ ქმედებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები.
კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. საპროცედურო საკითხა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, 13 სექტემბრის სხდომაზე მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირეს, რომლებიც ვალდებულები არიან მოაგროვონ 200 000 ხელმოწერა. პარლამენტი კანონპროექტს მხოლოდ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ დაარეგისტრირებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები