მარიტა v2.0 - გირჩმა პირველი პოლიტიკური ჩეტბოტი შექმნა
ფოტო: გირჩი
კანაფის, მწვადებისა და მუსიკის ფონზე ჩატარებული პარტიული ყრილობის შემდეგ, გირჩი პირველ პოლიტიკურ ჩეტბოტს გაუშვებს. პარტიაში ამბობენ, რომ ჩეტბოტის შექმნა ადამიანური რესურსის დაზოგვაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო მარტივი და ეფექტური გახდება.
ჩეტბოტს გირჩის სოც.მედია მენეჯერის, მარიტა რატიანის პატივსაცემად მარიტა v2.0 ჰქვია. მას თავისი ფეისბუქგვერდი ექნება, რომელსაც "გირჩის ბოტი" ერქმევა. გირჩმა ჩეტბოტზე მუშაობა ათი დღის წინ დაიწყო. ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუმცა ის დღეს გაეშვება. კომუნიკაციის დროს, გირჩის ბოტი წინასწარ შეგროვებულ ინფორმაციას იყენებს და დასმულ კითხვებს კონტექსტის შესაბამისად სცემს პასუხებს.
მარიტა სოციალური მედია მენეჯერის ფუნქციებს ითავსებს და მასთან საუბარი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ბოტი მზად არის უპასუხოს კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ბიბლიური თავისუფლება, წინასაარჩევნო დაპირებებზე, დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე და სხვ. მარიტა, ცხადია, პასუხებს გირჩის პოზიციიდან სცემს და თანამოსაუბრეს პარტიის მოსაზრებებს აცნობს.
ფოტო: გირჩი
"მარიტა მოქალაქეებს დაეხმარება პარტიასთან კომუნიკაციაში, მყისიერად მიაწვდის მათ ინფორმაციას გირჩის საარჩევნო დაპირებების შესახებ. წვევამდელებს უზრუნველჰყოფს სათანადო ინფორმაციით იმის თაობაზე თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო რომ ისინი გახდნენ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურები და სხვა", - ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე.
გარდა სერიოზული თემებისა, მარიტას სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. მაგალითისთვის, ბოტი გთავაზობთ სპეციალური ქვიზების შევსებას იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი მოსაზრებები გირჩისას. ამასთან, მარიტა მზადაა ილია ჭავჭავაძეზეც ესაუბროს ნებისმიერ მსურველს. ბოტი თანამოსაუბრეს ილია ჭავჭავაძის პოზიციებს აცნობს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა კერძო საკუთრების იდეა, პროტექციონიზმი, თავისუფალი ბაზარი და სხვ.
"ჩვენს ბოტს შეეძლება, რომ ადამიანებს ბევრ საკითხზე დამოუკიდებლად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. გარდა ამისა, ბოტი მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, გასართობი ფუნქციებიც დავამატეთ. მას შეუძლია სერიოზულ თემებზე ადამიანს ქვიზების გაკეთება შესთავაზოს, მაგრამ ისე, რომ თან გაართოს და პროცესში არ დაღალოს", - ამბობს გირჩის წევრი და ჩეტბოტის ტუტორი ლევან ჯგერენაია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები