რელიგიური გაერთიანებები საკონსტიტუციო სასამართლოსგან საპატრიარქოს თანაბარ ქონებრივ უფლებებს ითხოვენ
ფოტო: Shutterstock
საქართველოში რეგისტრირებულმა ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მათი მოთხოვნაა არაკონსტიტუციურად სცნონ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც მათი აზრით, რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებებს დისკრიმინაციულ პირობებს უწესებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით მათ უთანასწორო მდგომარებაში აყენებს:
"რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, ექმნებათ დაბრკოლებები სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ქონების მიღებისას, მაგალითად, გაცვლა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზება და სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპსა ( მე-14 მუხლი) და საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასთან (21-მუხლი)".
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, რელიგიური ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ქონების შეძენა (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას - ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიას.
სარჩელით ასევე ითხოვენ იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს არ შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების გზით შეძენა.
მათი განცხადებით, რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ეზღუდებათ სახელმწიფოსგან ქონების გაცვლისა და საკუთრებაში მიღების უფლება.
TDI-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლიც განცხადებაშიწ ერია, რომ არსებული ნორმების მოქმედების გამო, რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციები დღემდე ვერ ახერხებენ მათ სარგებლობაში არსებული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
მათი განცხადებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეზღუდება მისთვის კანონით უკვე მინიჭებული პრივილეგიები, ხოლო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ უფლებებით, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.
სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ:
- სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“
- სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“
- სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“
- სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“
- სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
კომენტარები