საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ქალები, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ანგრევენ
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებში დღემდე მყარად არის გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი, რომ ქალის ერთადერთი ფუნქცია გათხოვება და შვილების გაჩენაა, ოჯახის რჩენის მისია და შესაბამისად, კარიერის გაკეთების უფლება კი მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ამ მოსაზრებას ბევრი ქალიც ეთანხმება. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და ოჯახს განათლებას და ბიზნესსაქმიანობასაც უთავსებენ.
ერთ-ერთი მათგანია 54 წლის ირადა იბრაჰიმოვა. ის მარნეულში ცხოვრობს და “მწვანე კაფეს” დირექტორია. ირადამ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1987 წელს დაამთავრა. პროფესიით მათემატიკოსია. 2006 წელს ბაქოში, ერთ-ერთ საცხობში ადმინისტრატორად მუშაობდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა და მარნეულში პატარა საკონდიტროსაც გახსნიდა. “თანხა არ მქონდა. 2016 წელს პროექტი დავწერე, გრანტის სახით 5000 ლარი ავიღე და ოცნება ავისრულე - საკონდიტრო გავხსენი,” - იხსენებს ირადა.
მას ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ქალისთვის ბიზნესის მართვა ადვილი არ არის: “ოჯახშიც ძალიან ბევრი საქმეა და როგორც წესი, ამ ყველაფერს ქალები აკეთებენ. ამას ბიზნესიც თუ ემატება, საქმე კიდევ უფრო რთულდება. ამ დროს მამაკაცის მხარდაჭერა და თანადგომა აუცილებელია. ჩემი მეუღლე ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს განათლება და ჰყავდეს ისეთი მეუღლე, რომელიც დაეხმარება. ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ოჯახში ქალის როლის შესახებ ბევრი სტერეოტიპია დამკვიდრებული, ქალისთვის ოჯახის და ბიზნესის შეთავსება ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ქალებს ამ სირთულის გადალახვა შეუძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ოჯახის წევრი მამაკაცები მხარს დაუჭერენ.”
რენა ბაბაევა ბოლნისელია. რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ისიც საქართველოში დაბრუნდა და მარნეულის სასურსათო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ბევრ პოზიციაზე მუშაობდა: იყო ბუღალტერიც და გაყიდვების მენეჯერიც. 2008 წლიდან მოყოლებული ის შპს “აგროსისტემების” დირექტორია.
რენა მიიჩნევს, რომ თუ ქალი მოინდომებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას: “10 წელია, დირექტორი ვარ. ოჯახს და სამსახურს ერთმანეთს კარგად ვუთავსებ. შვილებიც მყავს და შვილიშვილებიც. დღემდე არც ოჯახისთვის მომიკლია ყურადღება და არც საქმისთვის. მონდომების შემთხვევაში ქალს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს განათლება. განათლებული ქალი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.”
რენა ამბობს, რომ ქალებს აუცილებლად სჭირდებათ მამაკაცების მხარდაჭერა: “მე და ჩემი მეუღლე წლებია ერთმანეთის მხარდამხარ ვმუშაობთ. როცა წყვილს შორის ნდობა არის, იქ არ შეიძლება იყოს პრობლემა. აუცილებელია, რომ მამაკაცებმა ცოლებს მხარი დაუჭირონ.”
23 წლის რანა აჯალოვა ენების შემსწავლელი ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და ბიზნესის ადმინისტრირებას დაეუფლა. ახლა ევროპათმცოდნეობაზე სწავლობს. ამბობს, რომ ენების შემსწავლელი ცენტრის გახსნაზე ჯერ კიდევ სტუდენტობისას ოცნებობდა. ახლა ცენტრს უფროს დასთან ერთად მართავს.
“ჩვენი ახალგაზრული ასაკის გამო არავის სჯეროდა, რომ ცენტრის გახსნას შევძლებდით. ყველაფერი თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ქალს რაიმეს მიღწევა უნდა, აუცილებლად უნდა სცადოს. მე და ჩემმა დამ ვიცოდით, რისი გაკეთებაც გვინდოდა და სურვილი რომ აგვესრულებინა, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. სასურველ შედეგს რომ მიაღწიო, ამისთვის უნდა ისწავლო და ბევრი იმუშავო. ახალი ცოდნის და უნარების შეძენას საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა სჭირდება, მუდმივი მუშაობით კი წარმატების მიღწევაც შეიძლება.”
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს! TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
-
შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
გადახედვა
-
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
გადახედვა
-
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს) როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
-
მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა" მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა
-
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
კომენტარები