ზახაროვა: როგორც იქნა, საქართველომ აღიარა, რომ ოსები და აფხაზები არ არიან მისი მოქალაქეები
ფოტო: Ria
"რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რუსულ ტელეკომპანია დოჟდთან ინტერვიუში განაცხადა.
"როდესაც 2012 წელს ქართული ოცნების მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა", - აღნიშნა ზახაროვამ.
დოჟდთან ზახაროვამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოზე და რამდენიმე კონკრეტულ საკითხს შეეხო:
ტატუნაშვილის საქმე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს "სამწუხარო ინციდენტად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს საქმე ვერ გააფუჭებს იმ პოზიტიურ შედეგებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლო წლებში გაჩნდა.
"საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრს არ მოსწონს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე, თუმცა ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს", – აღნიშნა ზახაროვამ.
ქართული მედია
"ზოგიერთი ანგაჟირებული ქართული მედია საშუალება არ იშურებს ძალისხმევას, რომ ქართველებს რუსეთის პოლიტიკის და რუსების მიმართ სიძულვილი გაუღვივოს, თუმცა მათ არაფერი გამოსდით", აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობები, ტრადიციურად, ქართული შიდა პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება. "ქართული მედიის დიდი ნაწილი ყველა უბედურებაში რუსეთს ადანაშაულებს ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოს რეალური გამოსავალი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული ისტორიული კონფლიქტის მოსაგვარებლად", - განაცხადა ზახაროვამ.
"ასობით ათასმა ტურისტმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რა თბილად ხვდებიან ქართველები რუსებს. მეორე საქმეა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი". ვიდრე ეს კანონი საქართველოში ჯერ არ გაუუქმებიათ, არავინაა დაზღვეული პროვოკაციებისგან და ჩვენ ვალდებულები ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები" - აღნიშნა ზახაროვამ.
მავთულხლართები
ზახაროვა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია სთავაზობს საქართველოს "გადამოწმდეს არსებული რუკები და ერთობლივად განისაზღვროს, სად გადის სასაზღვრო ზოლი" სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის:
"ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი რეალურად არსებობდეს და იყოს ხილული, რათა თავიდან აიცილონ დარღვევები სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დროს. თუმცა, საქართველოს არ სურს საზღვრის გავლება, რათა მუდმივად ჰქონდეს თემა სპეკულაციისთვის, რომ თითქოს საზღვრის გადაწევა ხდება. ამიტომაც, სამხრეთ ოსეთი იძულებულია ცალმხრივ რეჟიმში იმუშაოს საზღვრის დემარკაციაზე".
ქართული მხარის პროტესტს კი, ზახაროვამ უწოდა "შოუ დაქირავებული სტატისტებით".
საქართველოს ახალ სამშვიდობო გეგმაზე
"აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და მომავალშიც არ სურთ საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. სწორედ ამ მოცემულობის ფაქტობრივად აღიარებაა ახალი სამშვიდობო გეგმა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საქართველომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა", - აღნიშნავს ზახაროვა.
ზახაროვა ხაზს უსვამს, რომ ეს დოკუმენტი აფხაზებს და ოსებს ქართულ პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს ისე, მათგან საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ითხოვს.
"თბილისი მორიგი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა… დოკუმენტის ტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართულ პროგრამებში მონაწილეობდა და მათთვის დაწესებული შეღავათები არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობაზე დათანხმებას. ამგვარად, როგორც იქნა, ოფიციალურმა თბილისმა აღიარა ის, რაც დიდი ხანია ცხადია: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არ სურთ ამ მოქალაქეობის მიღება თუნდაც დიდი შეღავათების სანაცვლოდ", – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით ის, ფაქტი, რომ თბილისმა ეს აღიარა იძლევა იმედს, რომ საქართველო ბოლომდე გაუსწორებს თვალს რეალობას, რადგან "ასე უკეთესი იქნება ყველასთვის".
მასალა პირველად პარტნიორ Jam-news-ზე გამოქვეყნდა.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები