დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2018-2019 წლების სტრატეგია დამტკიცდა
ფოტო: იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და ამავე სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ორიენტირებულია დევნილთა განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობაზე; მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე; დევნილთათვის საარსებო წყაროების გრანტების მოპოვებასა და სახელმწიფოში არსებულ საარსებო წყაროების პროგრამებში მათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდაზე.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.
სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დახმარებას აღმოუჩენს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს სათბურების მშენებლობაში, ასევე დაფინანსდება დევნილთა მცირე და/ან საშუალო საწარმოები. შედეგად, დევნილებს გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი და იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები სახელმწიფოსგან.
ცვლილებების თანახმად, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილება მიენიჭა დევნილების გარდა, პროექტები/პროგრამები ეკომიგრანტების საარსებო წყაროს შექმნის კუთხითაც განახორციელოს. შესაბამისად, სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს მუშაობის შედეგად არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა:
- 2016-2017 წლებში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებით 3000-ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა;
- წინა წლებთან შედარებით, დევნილების საარსებო წყაროების პროგრამებზე 2,500,000 ლარით მეტი დაიხარჯა;
- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახებისთვის 900-ზე მეტი საარსებო წყაროს შექმნის პროექტი დაფინანსდა;
- სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის შედეგად 43% - დან 75% - მდე გაიზარდა დევნილების ცნობადობა საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ.
- სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელთან შედარებით, საარსებო წყაროების სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა 2016-2017 წლებში მკვეთრად გაიზარდა.
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
კომენტარები