მასკი, NASA და Роскосмос
ფოტო: SpaceX
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Medium.com-ზე
ორი კვირის წინ თქვენც, მეც და მთელმა კაცობრიობამ პირდაბჩენილებმა ვიხილეთ საოცარი სანახაობა, Falcon Heavy-iს გაშვება.
პირველად 2004 წელში დავინტერესდი SpaceX-ის წამოწყებით. არ მასვენებდა კითხვა: ნუთუ შესაძლებელია კერძო სტარტაპმა ნოლიდან განავითაროს ტექნოლოგია რომელიც, უკვე ერთი საუკუნეა მხოლოდ უმდიდრესი სახელმწიფოების პრეროგატივაა. რამდენად შეუღწევადია სინამდვილეში Rocket Science-ის დარგი, რომელიც სირთულის სინონიმადაა გადაქცეული.
ამ თემაზე სტატიის დაწერას სულ ვლამობდი, მაგრამ ბოლო ბიძგი Роскосмос-ის რეაქცია იყო რომელმაც Falcon Heavy-ს ფაქტიურად ჯამბაზობა და შოუ უწოდა. კი, ყველამ გავიცინეთ — “ვაი თქვენს პატრონსო”, მაგრამ გულის სიღრმეში თითოეულმა თავისთვის მაინც გაიფიქრა რომ, ყველაფრისდა მიუხედავად რუსეთი ალბათ კვლავ რჩება კოსმოსის ლიდერად. ნუთუ ასეა საქმე?
ისმის კითხვა: ეს რეაქცია შიშია თუ ქედმაღლობა?
სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ ჯერ ჩემი კოსმოსური ტექნოლოგიებით გატაცების ამბავს მოგიყვებით, მერე ISS-ის თაობაზე ისეთ ფაქტებს მოგახსენებთ რაც ბევრს ალბათ არ სმენია, და ამასობაში ჩვენს კითხვასაც თავისთავად გაეცემა პასუხი.
ჩემი დაინტერესების ამბავი ანუ რამდენად ძნელია Rocket Science-ი?
ჩემმა SpaceX-ისადმი 2004-ში გაღვიძებულმა ინტერესმა ჯერ ამერიკული და რუსული კოსმოსური პროგრამების, რომლებიც ორივე დასაბამს გერმანული V1 და V2 რაკეტებიდან იღებს, შესწავლამდე მიმიყვანა. მერე Elon Musk: Tesla, SpaceX, and the Quest for a Fantastic Future წავიკითხე. ამ წიგნში მოყოლილი ერთ-ერთი ისტორიის თანახმად თურმე კოსმოსური მოგზაურობით დაინტერესებულ მასკს შებერებულმა NASA-ს კონსულტანტმა 3–4 წიგნის წაკითხვა ურჩია.
ამ წიგნების გაგებას მართლაც უნივერსიტეტის დონის ფიზიკასა და მათემატიკის ცოდნა და ოდნავ მონდომება დასჭირდა. … და ბოლოს ამის მერე ნამდვილი გარღვევა ჩემთვის ერთი კომპიუტერული თამაში იყო რომელმაც, თეორიული ცოდნის “პრაქტიკულად” გამოყენების საშუალება მომცა.
Kerbal Space Program — საკულტო თამაში
თამაში ძალზე პოპულარულია კოსმოსის ენთუზიასტების წრეში. თამაშში შეგიძიძლია რაკეტების დიზაინი, სატელიტების გაშვება, ორბიტალური მანევრების ჩატარება, სხვა პლანეტებზე დაჯდომა და ა.შ. ცხადია თამაში თამაშია, მაგრამ ყველა იმ პრობლემასთან გიწევს კონფრონტაცია რაც SpaceX-მა თუ NASA-მ თავის დროზე გადაწყვიტეს ან კიდევ გადასაწყვეტი აქვთ. ეს თამაში Kerbal Space PrograM-ის იმ საინჟინრო გამოწვევების მთელ სპექტრს გაცნობს რომლებიც ამ კომპანიების წინ ოდესმე დამდგარა.
ISS — საერთაშორისო კოსმოსური სადგური
ცოტაოდენი კონტექსტი: ამჟამად კაცობრიობის ყველაზე დიდი კოსმოსური პროექტი საერთაშორისო ორბიტალური სადგური ISS-ია. ISS-ი ფაქტიურად ორი ნახევარისგან შედგება რუსული და სხვა. სხვაში შედის NSA, ESA, იაპონია, კანადა და კიდე ერთი ორი. ISS-ზე მუდმივად 6 კაცი იმყოფება, როტაცია ყოველ 3 თვეში ხდება. სამი ასტრონავტი ჩამოდის სამი ადის. ამის გარდა უამრავი ლოჯისტიკაა ISS-თან დაკავშირებული. საკვებით, საწვავით და მასალებით მომარაგება, ორბიტის ამაღლება (რეგულარულად საჭიროა, რადგან ხახუნის გამო ქვემოთ ჩამოდის. სხვათაშორის რუსული ორბიტალური სადგური MIR-ის ჩამოვარდნის ერთერთი მიზეზი ის იყო რომ ამაღლების ფული არ ქონდათ.)
ადამიანიბის მისაყვანად თუ ტვირთის მისატანად კოსმოსში მარტივად რომ ვთქვათ ორი რამაა საჭირო. მატარებელი რაკეტა და კოსმოსური ხომალდი. ამის გარდა გაშვების, ორბიტალური მანევრირების, დოკინგის, ადამიენების შემთხვევაში კი დამატებით სასიცოცხლო სისტემებით უზრუნველყოფის, დაბრუნების და გადარჩენის ტექნოლოგიები. ასეთები სულ ხელზე ჩამოსათვლელია:
მკვდარი, უძვირესი და ექსპლუატაციიდან მოხსნილი Space Shuttle-ი შეგნებულად დავტოვე სიაში, რადგან მისმა ამოვარდნამ ადამიანების ტრანსპორტირების საკითხში ფაქტიურად უკონკურენტოდ დატოვა რუსული სოიუზი.
დღესდღეობით მთელი ISS-ის საერთაშორისო პროგრამა რუსულ სოიუზზეა კრიტიკულად დამოკიდებული.
ცხადია ამ კოზირს რუსეთი წარმატებით იყენებს. სავარაუდოდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც, მაგრამ ერთ-ერთი ხილვადი, სასაცილო და ამავე დროს სატირალი ეფექტი ისაა რომ ყველა ასტრონავტმა მრავალთვიანი სავალდებულო წვრთნა უნდა გაიაროს რუსეთში კოსმოსური ხომალდით ფრენის სასწავლებლად. პროგამის ნაწილია აგრეთვე, ჩემი აზრით ნებისმიერ ევროპელი და ამერიკელი ასტრონავტისათვის დამამცირებელი, სრულიად კომუნისტური და პროპაგანდისტური სავალდებულო სვალა წითელ მოედანზე და მავზოლეუმის გვირგვინით შემკობა.
ამას სავალდებულო რუსული ბაწიუშკას მიერ კურთხევაც ახლავს.
რატომაა ეს რაკეტა სოიუზი და მისი ხომალდი ასეთი ტექნოლოგიის საოცრება? რატომ შეუძლიათ რუსებს ის რაც სხვას არავის?
Soyuz-ის ისტორია
სინამდვილეში Soyuz-ის წარმატების ისტორია სახელმწიფო ორგანიზაცია NASA-ს მფლანგველობისა და წარუმატებლობის შედეგია.
თავისთავად სოიუზი უჩამორჩენილესი რამაა.
სოიუზის კოსმოსური ხომალდი 60 იანი წლების დიზაინია თავიდან ბოლომდე. მას მერე არაფერი სერიოზული მასში არ შეცვლილა. განა არ იყო ცვლილების მცდელობები, მაგრამ ყოველივე ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კატასტროფით სრულდებოდა. ანუ ვერ ცვლიან. ბოლო ცვლილება ის იყო რომ ტუალეტი დაამატეს და ასტრონავტებს აღარ უწევთ პამპერსებში მოსაქმება. იმენნა 1960 წელია.
რაკეტაზე კი კიდევ უფრო სერიოზულადააა საქმე. პირველი საბჭოთა რაკეტა იყო R–1 რომელიც გერმანული V–2 ის 100% -იან ასლს წარმოადგენდა, რომელიც ხალხიან ქარხნიანად წამოიღეს დამარცხებული გერმანიიდან. იხ. Wikipedia-ზე.
1957 წელს შექმნილი R–7 რაკეტა R–1 ების სტეკს წარმოადგენდა (ერთად გადამბული). ჰოდა ჩვენი სოიუზი ამ R–7 ის პირდაპირი შთამომავალია. ანუ იგივე პლატფორმაა. აი ჟიგულს რაც არ უნდა უქნა მაინც ფიატი რომ დარჩება ეგაა.
საინტერესო და სასაცილო ფაქტი: რას ფიქრობთ როგორ ხდება სოიუზის ძრავების ანთება? სწორად გამოიცანით. ასანთით. გიგანტურ ასანთებს უყრიან ძრავებში და ფიცარს ცეცხლს უკიდებენ. ასტრონავტების სიტყვებით მთელი სოიუზის ტექნოლოგია ახლოდან შეხებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფილმის ესთეტიკას წააგავს. იხ: Russia Actually Lights Rockets With an Oversized Wooden Match.
ხალხის და ტვირთის გაგზავნა რუსეთისთვის სერიოზული ბიზნესია.
თითო ასტრონავტზე 80 მილიონ დოლარამდე თანხას იღებენ და ფასი მატულობს. ISS-ის მომარაგება ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ აქილევსის ქუსლად და უძირო კასრად გადაიქცა.
ამ პრობლემის თავიდან მოსაცილებლად ორი რამ გაკეთდა. NASA-მ ბოინგსა და SpaceX-ს წინასწარი გადახდით კონტრაქტები გაუფორმა ასტრონავტების კოსმოსში ტრანსპორტირებისათვის. ადგილის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც რუსული ფასის მეოთხედია.
-
"უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს "უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა "Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა
გადახედვა
-
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
გადახედვა
-
"უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა "უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა
გადახედვა
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა











კომენტარები