როგორ გააძლიერა საქართველოს ბანკმა ციფრული საბანკო სერვისები Dynatrace-ის დახმარებით
ფოტო: საქართველოს ბანკი
დღეს მილიონობით ადამიანისთვის საბანკო მომსახურება ციფრულ მოწყობილობებზე თითის დაჭერით იწყება და სრულდება. გადახდების, გადარიცხვების, სესხების, დანაზოგების მართვა და სხვა ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციები სულ უფრო ხშირად ციფრულ არხებში ხორციელდება. ამ მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღმა კი კომპლექსური ტექნოლოგიური ეკოსისტემა დგას, რომელიც ყოველ წამს, 24/7 რეჟიმში, საიმედოდ უნდა მუშაობდეს.
საქართველოს ბანკისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ციფრული სერვისების სტაბილურობა და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნა საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურმა პარტნიორმა, Dynatrace-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბანკის უფრო მდგრადი და ეფექტიანი ციფრული საბანკო გარემოს განვითარებაში.
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საბანკო მომსახურების განვითარება
1994 წელს დაფუძნებიდან დღემდე საქართველოს ბანკი მნიშვნელოვნად გასცდა ტრადიციული საბანკო მოდელის ფარგლებს. დღეს ბანკი 2.2 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება და დაახლოებით 9 000 ადამიანს ასაქმებს. ციფრული სერვისები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის ცენტრალური ნაწილი გახდა.
„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, ფინანსური სერვისები ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გამხდარიყო, ამასთან, მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების მიღწევაში დავხმარებოდით” — აღნიშნავს ვაჟა ფირცხალაიშვილი, საქართველოს ბანკის DevOps & DataOps ინჟინერიის ხელმძღვანელი.
ციფრული სერვისების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, მათი უწყვეტი მუშაობის ხელშეწყობა ბანკისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა.
გრძელვადიანი ინვესტიცია სტაბილურობისთვის
შვიდი წლის წინ საქართველოს ბანკმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და Dynatrace-ის პლატფორმის დანერგვა დაიწყო. მიზანი იყო ციფრული სერვისების კუთხით არსებულ სიღრმისეული სურათზე დაკვირვება, პრობლემების უფრო სწრაფად აღმოჩენა და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების საიმედოობის გაუმჯობესება.
ბანკის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად გაიზარდა ერთიანი ხედვის საჭიროებაც აპლიკაციებზე, ინფრასტრუქტურაზე, ღრუბლოვან სისტემებსაც და ყოველდღიურად შესრულებულ ათასობით ტრანზაქციაზე.
ბანკის მიზანი მხოლოდ უკვე წარმოშობილ ინციდენტებზე რეაგირება აღარ იყო. მთავარ ამოცანად პოტენციური რისკების წინასწარ გამოვლენა და მათი აღმოფხვრა იქცა მანამდე, სანამ ისინი მომხმარებლის გამოცდილებაზე აისახებოდა.
ერთი პლატფორმა — სრული ხედვა
დღეს საქართველოს ბანკი თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მართავს, რომელიც მოიცავს როგორც ღრუბლოვან, ისე ლოკალურ ინფრასტრუქტურას, მიკროსერვისებსა და ერთმანეთთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან აპლიკაციას.
Dynatrace ამ მთელი ეკოსისტემის ერთიან სურათს ქმნის.
მონიტორინგის სხვადასხვა ხელსაწყოსა და მონაცემთა წყაროს შორის ნავიგაციის ნაცვლად, გუნდებს შეუძლიათ ერთიანი პლატფორმიდან რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია სერვისების მდგომარეობისა და პერფორმანსის შესახებ. ეს ინჟინრებს, დეველოპერებსა და ინფრასტრუქტურის გუნდებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ერთიანი ხედვებით და პრობლემების წარმოშობისას გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ.
პრობლემების აღმოჩენა მანამდე, სანამ მომხმარებელი შეამჩნევს
საქართველოს ბანკისთვის Dynatrace-ის დანერგვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის იყო, რომ ბანკი პროაქტიულ ოპერირებაზე გადავიდა.
პლატფორმაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მუდმივად აანალიზებს სისტემების მუშაობის პროცესს და ავლენს უჩვეულო ქცევის პატერნებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში პერფორმანსის პრობლემებზე მიუთითებდეს. ეს გუნდებს საშუალებას აძლევს, პოტენციური ხარვეზები ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ და მოაგვარონ.
ციფრულ ბანკინგში, სადაც მომხმარებლები მყისიერ და შეუფერხებელ მომსახურებას ელიან, მცირე ხარვეზიც კი შესაძლოა, სამომხმარებლო გამოცდილებასა და კმაყოფილებაზე აისახოს. პრობლემების ადრეული აღმოჩენა ბანკს ეხმარება, შეინარჩუნოს მომსახურების ხარისხი და შეამციროს შეფერხებების რისკი.
შედეგად, გუნდები ნაკლებ დროს ხარჯავენ ინციდენტების მიზეზების ძიებაზე და მეტ დროს უთმობენ სერვისების გაუმჯობესებას.
სწრაფი ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტა
Dynatrace საქართველოს ბანკს საშუალებას აძლევს, თვალყური მიადევნოს ტრანზაქციების სრულ გზას ყველა ტექნოლოგიურ დონეზე - მომხმარებლისთვის ხილული აპლიკაციებიდან დაწყებული, მის უკან არსებული სისტემებითა და მონაცემთა ბაზებით დასრულებული.
ეს ხილვადობა გუნდებს საშუალებას აძლევს, პრობლემის წყარო რამდენიმე წუთში განსაზღვრონ, ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მექანიკურად გაერთიანებასა და ანალიზს დრო დაუთმონ.
პლატფორმა მკაფიო ინფორმაციას აწვდის გუნდებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა, სად მოხდა და რომელ სერვისებზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა პრობლემას, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებისა და რეაგირების პროცესს.
გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება
Dynatrace-ის დანერგვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გუნდებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაა.
როდესაც ყველა გუნდი ერთსა და იმავე მონაცემებსა და სისტემის მდგომარეობის საერთო სურათს ეყრდნობა, დისკუსია მეტად ორიენტირებულია პრობლემის გადაწყვეტაზე.
ერთიანი ხედვა სისტემების მუშაობის შესახებ კრიტიკულ სიტუაციებში კოორდინაციას აჩქარებს. ამ მიდგომამ ორგანიზაციაში საერთო პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას შეუწყო ხელი.
ციფრული საიმედოობა — კონკურენტული უპირატესობა
მომხმარებლისთვის ციფრული საბანკო პლატფორმის წარმატება მარტივი კითხვით იზომება: მუშაობს თუ არა ის მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება?
საქართველოს ბანკისთვის სერვისების საიმედოობა კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრობლემების სწრაფი აღმოჩენა, რეაგირების დროის შემცირება, ოპერაციული ხედვების გაუმჯობესება და გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება საბოლოოდ მილიონობით მომხმარებლისთვის უფრო სტაბილურ საბანკო გამოცდილებას ქმნის.
ციფრული გამოცდილების განვითარებაზე მუდმივმა ფოკუსმა საქართველოს ბანკს ხელი შეუწყო, რომ Global Finance-ის მიერ 2025 წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად ზედიზედ მეორედ დასახელებულიყო.
მომავლის ხედვა
ციფრული ბანკინგის განვითარებასთან ერთად, ბანკი ამ ტექნოლოგიებს განიხილავს არა როგორც მხოლოდ რიგით ინსტრუმენტს, არამედ როგორც საიმედო და ინოვაციური მომხმარებლის გამოცდილების შექმნის აუცილებელ კომპონენტს.
„ბანკინგში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ რაღაც მოხდა — აუცილებელია გვესმოდეს, რატომ მოხდა ეს და როგორ აისახება ის მომხმარებელზე“, — ამბობს ვაჟა ფირცხალაიშვილი.
საქართველოს ბანკისთვის Dynatrace ციფრული სერვისების მდგრადობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია — ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ბანკს, შექმნას საიმედო, მასშტაბირებადი და მომავლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული საბანკო გამოცდილება.
ინფორმაციისთვის, Dynatrace-ის გადაწყვეტა რეგიონული პარტნიორული ეკოსისტემის მეშვეობით დაინერგა, სადაც რეგიონის მასშტაბით Dynatrace-ის დამატებითი ღირებულების მქონე დისტრიბუტორის (VAD) როლს კომპანია BAKOTECH ასრულებდა.
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
კომენტარები