კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ახალგაზრდებისა და განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, საქართველოს ბანკმა შექმნა ისტორიების სერია, სადაც ადამიანები თავიანთ 19 წლის ვერსიებს წლწბის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ. ამჯერად გრაფიკული დიზაინერი და კონტენტ კრეატორი, ფოქსი ელენიკო გვიზიარებს თავის ამბავს, რაც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაამარცხო პერფექციონიზმი და არასდროს შეწყვიტო სწავლა.
19 წელი ის ასაკია, როცა გეჩვენება, რომ მთელი სამყაროს ტვირთი შენს მხრებს ამძიმებს. გინდა ყველაფერი იდეალურად გამოგივიდეს, წარმატების გზაზე სულ მწვანეზე იარო და ფეხი არასდროს გადაგიცდეს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია: ეჭვები, შეცდომები და იმედგაცრუებები კი იმ ძიების ნაწილია, რომელიც ოცნებების ასრულებამდე მიგიყვანს.
დაიწყე დღეს, დახვეწე ხვალ
ცხოვრებაში არის ერთი კონკრეტული ჩვევა, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი შეცვალა. და ესაა: დაწყება მაშინაც, როცა ჩანაფიქრი ჯერ კიდევ არ არის იდეალური. წლების განმავლობაში, მუდმივად რაღაცის — სწორი მომენტის, უკეთესი უნარების ან შესაბამისი გარემოს მოლოდინმა ძალიან დიდი დრო დამაკარგინა. სულ მეგონა, რომ ჯერ საკმარისად კარგი არ ვიყავი. სასურველი საქმის დასაწყებად ნიშანს ველოდი, რომელიც მუდამ განუსაზღვრელ მომავალში რჩებოდა.
ერთ დღესაც გავიაზრე: თუ ამ მიდგომას არ შევცვლიდი, მთელი ცხოვრება ერთი დიდი მოლოდინი და იმედგაცრუება იქნებოდა. დავიწყე იმ არასრულყოფილი მოცემულობებით, შეზღუდული რესურსებით, თუმცა დიდი სურვილით, წარმატებისთვის მიმეღწია. ჩემს 19 წლის მესაც ამას ვურჩევდი:
მთავარია, უბრალოდ დაიწყო. პროცესი გიჩვენებს გზას
ისიც ზუსტად მახსოვს, რასაც განვიცდიდი 19 წლის ასაკში: უამრავი ეჭვი და პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს თავთან საუბარი რომ შემეძლოს, ალბათ, გავამხნევებდი, ვეტყოდი: ვიცი, ახლა ძალიან დაკარგული ხარ, ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს და ისიც არ იცი, საერთოდ გაუმკლავდები თუ არა ამ რთულ პერიოდს. მაგრამ მერწმუნე, შენი საქმის სიყვარული და ძალიან ბევრი შრომა მოგიყვანს ჩემამდე. ოღონდ არ გაჩერდე.
პროფესია, რომელიც ყველა კარს ხსნის
კარიერულ არჩევანზე თუ დავფიქრდები, 19 წლის საკუთარ თავს მხოლოდ შევაქებდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ გრაფიკული დიზაინის არჩევა ძალიან ბევრი შესაძლებლობის კარს გამიხსნიდა. როცა პროფესიას ირჩევ, მნიშვნელოვანია, მომავალზე ორიენტირდე. ისეთი საქმე გამონახო, რომელიც მოქნილია და სხვა, მრავალ საქმიანობაშიც გამოგადგება. გრაფიკული დიზაინი სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის. ამ პროფესიამ მომცა თავისუფლება, ვყოფილიყავი შემოქმედებითი და, იმავდროულად, პრაქტიკული.
მოსწავლის მერხი არასდროს ძველდება
პროფესიულ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ცნობისმოყვარეობამ და სწავლის დაუოკებელმა სურვილმა. ბევრს ჰგონია, რომ როცა კარიერაში რაღაცას მიაღწევ, სწავლის ეტაპი სრულდება. მე კი მტკიცედ მჯერა, რომ განათლება უწყვეტი გზაა. მე დღემდე ვსწავლობ. ამ ეტაპზე იუთუბერობის კურსებს ვესწრები. თავიდან კურსზე ყველას მენტორი ვეგონე, მაგრამ მოსწავლის მერხთან ძალიან კომფორტულად მოვკალათდი. ყურადღებით ვუსმენ მენტორს და ამაში უცნაური არაფერია.
შეცდომა, როგორც გაგრძელების მიზეზი
ცხადია, შეცდომებისგან ვერც ბევრი შრომა, ვერც მიზანდასახულობა და ვერც სწავლის უწყვეტი პროცესი დაგაზღვევს. მაგრამ სინამდვილეში, შეცდომა კარგი მასწავლებელია, თუ ხელს არ ჩაიქნევ და შენს ჩანაფიქრს ბოლომდე მიჰყვები.
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია
თუ არ გაჩერდები, იდეა რეალობად იქცევა, 19 წლის დაკარგული გოგო კი, საკუთარ თავში დარწმუნებულ პროფესიონალად.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
კომენტარები