საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო 230 სისხლის სამართლის საქმეზე — გენპროკურორის ანგარიში
დღეს, 24 ივნისს, პარლამენტში გენერალურმა პროკურორმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ბევრ სხვა საკითხთან ერთად საუბარი იყო სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკაზე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და კორუფციულ საქმეებზე.
გენპროკურორმა 2025 წელს შექმნილ არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ ის დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.
გვარაკიძის განმარტებით, პროკურატურამ იმ არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, უპირატესობას სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს მიანიჭა, რომელიც 905 ბრალდებულზე გავრცელდა.
"პროკურატურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ბავშვის მხარდაჭერა რთული ქცევის დაძლევაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა ცხოვრება ნასამართლობის გარეშე განაგრძოს. 2025 წელს, გასული წლების მსგავსად, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 (65%) არასრულწლოვანის მიმართ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას, 2025 წელს არასრულწლოვანთა მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებების საერთო რაოდენობიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 31,8% შეადგინა (განრიდებული პირების რაოდენობის გათვალისწინებით კი მონაცემი 9,8%-ია), პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი კი — 25,1%. საქმეთა საერთო რაოდენობაში 13,1%-ს შეადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი," — განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებულ დანაშაულზე 242 პირის მიმართ დაიწყო დევნა და საპროცესო შეთანხმება მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში გამოიყენებოდა.
"ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს," — განაცხადა გვარაკიძემ.
მისივე განცხადებით, 2025 წელს მაღალი იყო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რომელიც 25 086 პირს შეეხო და წინა წლებთან შედარებით მკვეთრი მატებით იყო გამორჩეული.
გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო სექტორში კორუფციულ დანაშაულებზეც ისაუბრა.
ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე, წინა სამ წელთან შედარებით, 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი და 230 საქმით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებულ პირთა რაოდენობამ 125-ს მიაღწია.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 230 სისხლის სამართლის საქმეზე, რაც წინა 3 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წელს ყველაზე ხშირად, 72-ჯერ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 66 შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 59 შემთხვევაში მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, 26 შემთხვევაში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, 18 ქრთამის აღების და 8 — ქრთამის მიცემის შემთხვევებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 7 და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ფაქტზე", — აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
მისივე თქმით, გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და მსჯავრი დაედო 84 პირს.
"82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებული იყვნენ საჯარო სამსახურში. მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი. კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი.
2025 წელს მსჯავრდებულ პირთაგან კი 6 იყო მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცაა: საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე," — განაცხადა გვარაკიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები