რატომ არის მნიშვნელოვანი გურამ კაშიას მხარდაჭერა
ფოტო: ლუკა პერტაია / OC-Media
ფეხბურთის ზედმიწევნით კარგად ცოდნა არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე მასკულინური და ჰეტერონორმატიულია. ფეხბურთის "ფანები", სხვა სპორტის გულშემატკივრებთან შედარებით, ხშირად გამოირჩევიან აგრესიულობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ფეხბურთი ადამიანის უფლებებთან დიდად არ მეგობრობს. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ფეხბურთი და ლგბტ ადამიანების უფლებები შედარებით ახალი მოვლენაა, მათ შორის, განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებშიც.
მაგალითად, რაგბისგან განსხვავებით, სადაც გეი მოთამაშეებიც კი მოიძებნებიან, არცერთი მოქმედი, მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი არ არსებობს, ვინც ღიად განაცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ. უფრო მეტიც, საფეხბურთო გუნდები ან ცალკეული ფეხბურთელები ნაკლებად მონაწილეობენ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერ კამპანიებში. მანჩესტერ იუნაიტედი, ლონდონის არსენალი და ინგლისის პრემიერ-ლიგის სხვა გუნდები სულ ახლახანს გააქტიურდნენ ამ მიმართულებით და ბრიტანეთის ყველაზე დიდმა ლგბტ ორგანიზაცია Stonewall-მა ამას საკმაოდ დიდი ორგანიზაციული რესურსიც მოახმარა.
ამ ყველაფრის ფონზე, ლოგიკურად, დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის და არნემის ვიტესის კაპიტნის - გურამ კაშიას ნაბიჯმა, რომელიც ჰოლანდიის ერედივიზიონში ცისარტყელას ფერებში გადაწყობილი კაპიტნის სამკლაურით წარსდგა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს უშუალოდ ჰოლანდიაში, არ ვიცი, თუმცა ვნახე, როგორ აუმხედრდა ქართველი გულშემატკივარი კაშიას. გასაკვირი ამაში არც არაფერია. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული და ჰომოფობიური ქვეყანაა ევროპაში. ლგბტ ადამიანებს აგდებენ სახლებიდან, სამსახურებიდან, ხშირია ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმები და რიგ შემთხვევაში სახელმწიფო თავად გვევლინება ჩაგვრის და ძალადობის მხარეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გურამ კაშიასგან მსგავსი ფორმით მხარდამჭერას არავინ ელოდა. პირიქით, ლგბტ აქტივისტებს გვქონდა საფუძვლიანი შიში, რომ კაშია განცხადებას გაავრცელებდა და რამე ფორმით დაამშვიდებდა ქართველი ჰომოფობების არმიას. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა. კაშიამ კაპიტნის სამკლაურს განცხადებაც მოაყოლა და ნებისმიერი ნიშნით ძალადობა დაგმო. კაპიტანს შეეძლო თემა "მოეკლა" და კომენტარი საერთოდ არ გაეკეთებინა, მაგრამ მას აღმოაჩნდა პროფესიონალიზმი და გამბედაობა, არცთუ ისე სასიამოვნო ვითარებაში პრინციპების და ღირებულებების ერთგული დარჩენილიყო.
რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, გურამ კაშიას ნაბიჯმა ე.წ. თოვლის გუნდის ეფექტი მოახდინა.ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს ახლადარჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ფეხბურთელებმა: ალექსანდრე იაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ლორიამ, გიორგი მერებაშვილმა, და იმედია, ეს სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ლგბტ ადამიანების უფლებრივი თანასწორობისთვის, ემპირიულად შეიძლება, ვერ გავამყარო, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ გურამ კაშიას უამრავი გულშემატკივრიდან ბევრი დაფიქრდება და გაიაზრებს მისი ნაბიჯის მიზეზს და მნიშვნელობას. დასაწყისისთვის შეიძლება, მხოლოდ შერცხვეთ ჰომოფობიური განცხადებების გაკეთების, თუმცა ხელოვნური მიმღებლობაც ეტაპობრივად გახდება ბუნებრივი. რაც მეტი საჯარო ფიგურა დაგმობს ძალადობას, მით უფრო გაიზრდება სენსიტიურობა ლგბტ ადამიანების ყოველდღიური პრობლემების მიმართ. გურამ კაშიასა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს ნახულობენ ის გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები, ვინც საზოგადოებამ და, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებმაც გარიყეს.
ბევრი ჩვენგანისთვის კაშიას მსგავსი ადამიანები წარმოადგენენ იმედს, რომ ერთ დღესაც საქართველოში ადამიანებს ქუჩაში თავისუფლად გადაადგილების აღარ შეეშინდებათ, იძულების წესით არ შეიზღუდავენ სურვილებს, თვითგამოხატვის ფორმებს და ვიცხოვრებთ იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნით არ დაჩაგრავენ. ასეთი საქართველოს ასაშენებლად გურამ კაშიამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, რისთვისაც ჩვენგან მხოლოდ პატივისცემას და მადლობას იმსახურებს.
დიდი მადლობა კაპიტანო!
-
როგორი იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორი იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა

კომენტარები