ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება
ფოტო: DW
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინგლისის შეიარაღებულმა ძალებმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც ინგლისის სრუტეში გავლას ცდილობდა.
სააგენტო განმარტავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც 3 საქართველოს მოქალაქეა. სააგენტო დასძენს, რომ მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ და სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
"ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ინგლისის სრუტეში ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით განხორციელებული სამართალდამცავი ღონისძიებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა.
ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს.
სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში.
შესაბამისად მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს აღიარებული საკრუინგო კომპანიების მონიტორინგს და უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის აღიარების შეჩერება ან გაუქმება, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სანქციების შესრულების, პასუხისმგებლიანი საზღვაო მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ! ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ!
-
კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
გადახედვა
-
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია
გადახედვა
-
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
-
გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა
გადახედვა
-
ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას
გადახედვა
-
ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს
გადახედვა
-
რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას? რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას?
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
-
100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები