100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო "პირველი არხის" ეთერში სიმღერის დროს 10 წლის ბავშვის წაქცევის ფაქტთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრები და შუადღის ეთერის თანამშრომლები არიან შეკრებილი და დეტალურად იხსენებენ "სიმღერის აკადემიის" მუსიკალური ნომრის ჩაწერის ეპიზოდს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელმა პირი, სალომე გოგინაშვილი აცხადებს, რომ ბავშვის წაქცევის მომენტი საეთეროში ფიზიკურად არავის დაუნახავს და ამის თეორიული შანსიც არ არსებობდა.
- "ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს
- ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
- "მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის
სალომე გოგინაშვილისთვის ბრალდებები, თითქოს მან ბავშვის ჯანმრთელობაზე წინ ტელევიზია დააყენა, გაუგებარია.
"ორი შვილი მყავს, ზუსტად ანკას ხელა. მას შემდეგ, რაც მე გავიგე, რომ ეს ბავშვი ცუდად გახდა, პირველ რიგში ჩემი შვილები წარმოვიდგინე ანკას დედის ადგილას და ანკას ადგილას ჩემი ორი შვილი.
ბრალდება, რომ მე დავინახე ჩემი შვილის ხელა ბავშვი როგორ ეცემა და მე არა თუ ეთერი, მთელი მთელი ტელევიზია დავაყენე ბავშვის ჯანმრთელობაზე წინ, არ მესმის. აი, კიდევ ერთხელ ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ეს შემიძლია გავიმეორო ყველგან", — განაცხადა გოგინაშვილმა.
სალომე გოგინაშვილმა ტექნიკური დეტალებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეჭვების გასაფანტად ვიდეოჩანაწერი ბევრჯერ გადაახვია. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიები, თითქოს პირდაპირი ეთერის ჩანაწერი შეგნებულად დამონტაჟდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"მე ეს ფაქტი არ შემიმჩნევია და არ შემიმჩნევია რატომ: სტუდიაში, როგორც უკვე ბევრჯერ განიმარტა, მუშაობდა ექვსი კამერა, რომელიც სეგმენტებს იღებდა. ერთადერთი კამერა, რომელიც საერთო ხედს იღებდა, იყო ეგრეთ წოდებული "კრანი," რომელიც მოგეხსენებათ, რომ სულ მოძრაობს. ეს ვიდეო მე ბევრჯერ გადავახვიე და მინდოდა ზუსტად იმ მომენტის პოვნა, როდის დაეცა ეს ბავშვი. ჩემს თავში შემეპარა ეჭვი, რამე ხომ არ გამომრჩა. ადამიანობაში არა, ჩემს პროფესიონალიზმში შემეპარა ეჭვი. ვიპოვე ეს ვიდეო. თქვენ შეგიძლიათ გადახვევის პრინციპითაც ნახოთ, იმიტომ რომ იქ გაჟღერდა ვერსიები, რომ თითქოს ჩვენ დავამონტაჟეთ ეს სიმღერა და ისე დავდეთ სოციალურ ქსელში. უმარტივესია, გადაახვიეთ და ნახეთ, რა გავიდა პირდაპირ ეთერში. პირდაპირი ეთერის დამონტაჟება კი შეუძლებელია", — თქვა მან.
სალომე გოგინაშვილმა ბოდიში მოუხადა 10 წლის ანკას და მის ოჯახს მომხდარი ინციდენტის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ მსჯელობაში, რათა მომავალში მსგავსი პრეცედენტების დროს რეაგირება კიდევ უფრო უკეთესი იყოს:
"ვუერთდები ყველა ბოდიშს, ყველა ბოდიშს პირველ რიგში ანკას წინაშე და არა მარტო იმ წუთას, რაც მოხდა, მთელი ეს ერთი კვირა რაც ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბავშვს ჩვენ ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ ამითი. მე თვითონ დედა ვარ და ამიტომ შემიძლია ამის თქმა. იმ მომენტში, როდესაც ეს ბავშვი ეცემა, "კრანი", რომელიც უკვე გითხარით, რომ საერთო ხედზე მუშაობდა, იღებდა პირველ რიგში მდგომი ბავშვების პანორამას.
100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას, იმიტომ რომ ამისი თეორიული შანსიც არ იყო.
კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ 100%-ით ჩემს სიტყვებზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანი ვარ და სხვის შვილს ამას ვერასდროს ვერ გავუკეთებ და მეორე რიგში იმიტომ, რომ მე ჩემი თავი გადავამოწმე პირველ რიგში, რამე ხომ არ შემეშალა, თუმცა მიუხედავად ამისა, მილიონი ბოდიში ანკასთან და მის ოჯახს იმის გამო, რომ ეს მოხდა. ბევრჯერ ვიფიქრე, აი რა რისი გამოსწორება შეიძლებოდა – ვერაფრის. თუმცა მზად ვარ, რომ ყველა მსჯელობაში ჩავერთო, რომ თუ ესეთი პრეცედენტი იქნება კიდევ, რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ ამ წუთას ეს არის ერთადერთი სიმართლე", — განაცხადა სალომე გოგინაშვილმა.
შეგახსენებთ, 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სიმღერის დროს როგორ ეცემა ბავშვი, გუნდი კი სიმღერას განაგრძობს. ბავშვის ბებია, ანა კუხალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება". მისივე თქმით, "სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ — ადამიანი, ბავშვი".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები