ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
ფოტო: AI
"როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან", — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან უკვე არსებულ და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს წარმომადგენლებს უთხრეს, რომ აქამდე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა იყო "სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე,მას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი" და სურთ ასეთივე [ჩინეთის მსგავსი] მიდგომით შეხედონ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას.
"იმედი მაქვს, რაზეც დღეს ვსაუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან გრძელვადიანად ვისაუბრეთ, მათ შორის ბოლო შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე. თავიდან ბოლომდე ქაღალდზე, მას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ამ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს ორმხრივი შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები. და ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსი, უნდა ჰქონდეს თავისი ორმხრივი სარგებელი, თავისი გზამკვლევი. როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან", — თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ხელს შეუშლის თუ არა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ხელის შეშლა არ მოხდება, რადგან საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთდროულად ცდილობენ გააღრმაონ ურთიერთობები ჩინეთთან
"მე მგონი, რომ როგორ შეიძლება ხელს უშლიდეს, როდესაც ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატები ერთდროულად ვცდილობთ გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩინეთთან", — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს სურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ექნება კონკრეტული ორმხრივი ინტერესი,
"ფაქტია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არ ყოფილა სათანადო შინაარსით დატვირთული. ჩვენ გვინდა სხვანაირი პარტნიორობა. ჩვენ გვინდა პარტნიორობა, რომელსაც ექნება კონკრეტული ორმხრივი ინტერესი, კონკრეტული ორმხრივი სარგებელი, შინაარსი და შედეგები. ჩვენ გვინდა ურთიერთობების გადატვირთვა და ამას სჭირდება ორმხრივი ნაბიჯები. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები