რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება
ფოტო: CNN
მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის გადაზიდვებზე სანქციები გაამკაცრეს, აზერბაიჯანში ათობით ახალი კომპანია გაჩნდა, რომლებიც ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მართვასთან იყვნენ დაკავშირებული. OCCRP-ის, "აი ფაქტის", "ფლანგვის დეტექტორის", სტუდია "მონიტორისა" და "მეიდან ტვ"-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ ფირმების კავშირები ბათუმში მცხოვრებ ერთ სამეგობრო წრესთან, მათ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან მიდის. მათი ნაწილი ამბობს, რომ საკუთარი სახელის გამოყენებაზე მეგობრის თხოვნით დათანხმდა და არ იცოდა, რომ სანქცირებულ ტანკერებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას იღებდა.
როგორ მივიდა გამოძიება ბათუმურ წრემდე
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ახლად დაფუძნებულმა კომპანიებმა ათობით ნავთობტანკერის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ამ ცვლილებიდან რამდენიმე თვეში ეს ტანკერები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდა. კერძოდ, გემებს სანქციები მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში მონაწილეობის გამო დაუწესეს.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, 2023-2025 წლებში აზერბაიჯანში სულ მცირე 31 ასეთი კომპანია დარეგისტრირდა. მოგვიანებით, ამ სუბიექტებმა "ჩრდილოვან ფლოტში" შემავალი მრავალი გემის უსაფრთხოების მართვა გადაიბარეს.
ბევრმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ სანქციების დაწესებამდე, ზოგ შემთხვევაში კი სანქციების ამოქმედებიდან მალევე, გემების უსაფრთხოების მართვა საერთაშორისო კოდექსის, ISM-ის, მოთხოვნების შესაბამისად საკუთარ თავზე აიღო. იყო შემთხვევებიც, როდესაც კომპანიები ერთმანეთს ცვლიდნენ.
რეპორტიორებმა დაადგინეს, რომ თითქმის ყველა ამ ახლად დაფუძნებულ კომპანიას საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ, ძირითადად ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდან.
OCCRP-ისა და მისი ქართველი პარტნიორების — "სტუდია მონიტორის", "ფლანგვის დეტექტორის", "მეიდან ტვ-სა"” და "აიფაქტის" — ჟურნალისტები დოკუმენტებში დასახელებულ ათზე მეტ წარმომადგენელს ვესაუბრეთ. მათი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საკუთარი მონაწილეობისა თუ კომპანიების საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. სხვებმა კი განაცხადეს, რომ ამ ოპერაციებში გარკვეული არ იყვნენ და რეპორტიორებს 24 წლის ქართველ ალექს ლომაძესთან დაკავშირება ურჩიეს –— მეგობართან, რომელიც გემების ეკიპაჟების მართვის ფირმას ხელმძღვანელობს.
იმ ადამიანებს შორის, რომელთა სახელებიც დოკუმენტებში ფიგურირებს, არის ბათუმში მცხოვრები 31 წლის ლაშა ნოღაიდელიც. დოკუმენტების მიხედვით, ის იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც სამი ტანკერის ტექნიკურ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეს ტანკერები ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობის გამო.
"ასეთი რამ არ მახსოვს… ჩემს სახელზე არაფერი უნდა იყოს", — უთხრა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, აზერბაიჯანში მხოლოდ ტურისტად არის ნამყოფი და მის სახელზე არანაირი კომპანია არ უნდა ფიქსირდებოდეს.
სუფრიდან ჩრდილოვან ტანკერებამდე
აზერბაიჯანში კომპანიების აქციონერთა შესახებ ინფორმაცია 2012 წლიდან კომერციულ საიდუმლოებად ითვლება, რაც ჟურნალისტებს რეალური მფლობელების გადამოწმებაში უშლის ხელს. თუმცა საჯარო ჩანაწერებში მაინც ჩანს ისეთი მონაცემები, როგორიცაა დაფუძნების თარიღი, რეგისტრირებული მისამართი და მითითებული იურიდიული წარმომადგენელი.
31-ვე ფირმის წარმომადგენლების მონაცემების სოციალური მედიის პროფილებთან, საქართველოსამომრჩეველთა რეესტრთან და კორპორატიულ ჩანაწერებთან შედარებით, დავადგინეთ, რომ ესკომპანიები მეგობრების ვიწრო წრეს უკავშირდება.
ამ ადამიანების მრავალწლიანი კავშირები სოციალური მედიის პოსტებშიც ჩანს: დაახლოებით ათიკაცი, ყველა 20-დან 35 წლამდე, 2017 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე ოთხ სუფრაზე ერთად არისგადაღებული, მათ შორის შობის აღნიშვნისას. ამ შეკრებების მუდმივ მონაწილეებს შორის იყო ლომაძეც, ბათუმში დაფუძნებული LOMAS Maritime-ის მფლობელი.
აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლებად ლომაძის წრესთან დაკავშირებული სხვა პირებიც ფიგურირებენ; ცალკეულ შემთხვევებში კი – მათი მეუღლეები და ნათესავებიც. სიაში არიან თავად ლომაძის ძმაც და ბიძაშვილიც.
ლომაძესთან პირდაპირი კავშირის პოვნა მხოლოდ ხუთ შემთხვევაში ვერ შევძელით, თუმცა 32 წარმომადგენლიდან 12-ს ტელეფონით დავუკავშირდით.
მათგან ხუთმა ლომაძე ინიციატორად დაასახელა და პირდაპირ თუ ირიბად თქვა, რომ კომპანიები მათი სახელით სწორედ მან დაარეგისტრირა, თუმცა თავად ამ კომპანიების საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
კიდევ სამმა აზერბაიჯანულ ფირმებთან კავშირი დაადასტურა, თუმცა ლომაძე არ უხსენებია. სამმა კი ან საუბარზე უარი თქვა, ან ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
თავად ლომაძე აზერბაიჯანის კორპორატიულ ჩანაწერებში VVave Minder Shipmanagement LLC-ისწარმომადგენლად არის მითითებული. ეს კომპანია სანაოსნო ბაზა Equasis-ში ადრე რამდენიმე გემის ISM-მენეჯერად ფიქსირდებოდა, თუმცა ამჟამად მის მართვაში არცერთი გემი აღარ არის.
ამ გემებს შორის იყო სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Aktros-იც, რომელსიც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2025 წელს, რუსული ნავთობის ტრანსპორტირების გამო, სანქციების სიაში შეიყვანეს.
ტელეფონით საუბრისას ლომაძემ დაადასტურა, რომ VVave Minder Shipmanagement LLC-შიწარმომადგენლად არის მითითებული. მან ასევე არ უარყო, რომ მისი სამეგობრო წრის წევრები და ნათესავები სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებთან არიან დაკავშირებული. თუმცა თქვა, რომ ამ ფირმებს ტანკერების მართვა ფიზიკურად ვერ შეეძლოთ და მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ“არაფერი იცის”.
თავდაპირველად ლომაძემ კითხვების წერილობით გაგზავნა ითხოვა, თუმცა მოგვიანებით ელფოსტით გაგზავნილ დეტალურ შეკითხვებს აღარ უპასუხა.
ჟურნალისტური გამოძიება სრულად წაიკითხეთ აქ.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები