ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილმა, რომელსაც წეღან კობახიძე პოლიტიკის გროსმაისტერს ეძახდა, დადო ფსონი არასწორად რუსეთზე, ირანზე და ჩინეთზე
ოპოზიციის ალიანსის წევრებმა, გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე დინამიკურ პროცესებსა და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შექმნილ საფრთხეებს ეხებოდა.
ალიანსის ლიდერების განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე ცვლილებები საქართველოს სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად ხელსაყრელ პირობებს ქმნის, თუმცა არსებული ხელისუფლება ამ შესაძლებლობების გამოყენების ნაცვლად, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერის. გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს მიზანი მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში ლიდერობა უნდა იყოს, რაც სრულ თანხვედრაშია დასავლურ ინტერესებთან. მან მკაცრად გააკრიტიკა ქვეყანაში არსებული სახიფათო საგარეო ქსელები და აღნიშნა, რომ კურსის შეცვლას მხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლება მოიტანს.
"ჩვენს ინტერესშია, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო ლიდერი იყოს ამ კონკრეტულ პროცესში. მაგრამ ამას სჭირდება რეჟიმი, რომელიც არ მოქმედებს საქართველოს, დასავლეთის და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც სულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამიტომ, უბრალოდ დეკორატიული ნაბიჯები ან მცირე ცვლილება რიტორიკაში ამას ვერ შეცვლის. ამით არ მოტყუვდება არც ჩვენი პარტნიორი და არ უნდა მოტყუვდეს არც საზოგადოების ნაწილი, რასაც წლების განმავლობაში ეს რეჟიმი ახერხებდა ხოლმე თავისი ბუნდოვანებით, როცა რეალურად ანტიქართულ, ანტიდასავლურ საქმეს აკეთებდა.
ამიტომ, ცვლილება უნდა იყოს ფუნდამენტური და ამგვარი ცვლილების რესურსი ამ რეჟიმს, ივანიშვილს არ გააჩნია, იმიტომ რომ თვითონ დგას იმ ნიადაგზე, რომელიც ბუნებრივად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ამ შემთხვევაში, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში. ამ კურსის მთლიანად შეცვლა, განეიტრალება რუსული, ირანული, ყველაზე საგანგაშო ქსელისა, რომელიც ქვეყანაშია და შეცვლა იმ გზავნილის, რომ ჩინეთია მთავარი სუპერძალა, რომელთანაც ისინი თანამშრომლობენ და ყველაზე მშვიდობიანია. შიგნით სტაბილურობის მიღწევა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვით, პოლიტპატიმრების განთავისუფლებით, რეპრესიული კანონების გაუქმებით, ძალადობრივი ჯგუფების განეიტრალებით, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ცვლილება რეალურია და ამის რესურსი ამ რეჟიმს არ გააჩნია.
ჩვენ მთავარი გზავნილი უნდა გვქონდეს: ეს ფუნდამენტური პრობლემა იმიტომ კი არ არის ჩვენთვის საგანგაშო, რომ ამერიკა იტყვის ამას და საქართველომ, როგორც რობოტმა, ეს მკაფიოდ ჩამოაყალიბოს. არა, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენი ინტერესების და დასავლეთის და ამერიკის ინტერესების. რიტორიკული კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: რა ჰქვია იმ რეჟიმს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ისეთ ქსელებს ახალისებს, არა მარტო იმ ქვეყნის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, არამედ ისეთი ქვეყნის, რომლის რელიგიური ფანატიკური ქსელი, ფანატიკოსების ქსელი ღიადაც აცხადებს, რომ ლოიალური არის არა საქართველოს სახელმწიფოს და კონსტიტუციის მიმართ, არამედ ირანის რეჟიმის მიმართ და ილიას უნივერსიტეტს, რომელიც ამ ნიადაგს ქმნის, ამ ძალიან სახიფათო ქსელისთვის, არის წახალისებული და დაშვებული საქართველოში. ეს უნდა შეიცვალოს და ამის ცვლილებას სჭირდება რეჟიმის გამოცვლა", — განაცხადა ბოკერიამ.
ზურაბ ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური გათვლები, მათ შორის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, არასწორი აღმოჩნდა, რადგან ვაშინგტონს რეგიონში გრძელვადიანი და უცვლელი სტრატეგიული ინტერესები აქვს.
"გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება. რუსეთი მარცხდება ყველგან, ის დამარცხდა მოლდოვაში, ის დამარცხდა რუმინეთში, გუშინწინ დამარცხდა სომხეთში, ის აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში. და ვინც თვალყურს ადევნებს, თუ რა ხდება უკრაინაში ფრონტზე, ძალიან ცალსახად ხდება ის, რომ უკრაინაშია გარდატეხა ამ ომის მიმდინარეობაში.
სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, ვის სჯერა თუ არა, რომ ეს რეჟიმი, რომელიც დღეს არის საქართველოში, არის თავისი ბუნებით და შინაარსით რუსული, ირანის თუ არ სჯერა, ფაქტი არის ის, რომ ივანიშვილმა, რომელსაც წეღან კობახიძე პოლიტიკის გროსმაისტერს ეძახდა, დადო ფსონი არასწორად რუსეთზე, ირანზე და ჩინეთზე. და ეს არის ფაქტი. ეს ფსონი აღმოჩნდა მცდარი. სინამდვილეში გათვლა იმაზე, რომ ამერიკაში შეიცვლებოდა ადმინისტრაცია და შეცვლილ ადმინისტრაციასთან ერთად ამერიკა შეცვლიდა ინტერესებს საქართველოში და დაემთხვეოდა რაღაცნაირად.
მოყოლებული ტრამპის არჩევნიდან, ხან 20 იანვარს აპირებდნენ დალაგებას, ხან ცოტა ხნის მერე აპირებდნენ დალაგებას, ახლა ისეა, რომ რაღაც უწყვეტი დალაგების პროცესში არიან. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამერიკას აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები ამ რეგიონში, რომელიც არ იცვლება მიუხედავად იმისა, რომელი ადმინისტრაცია მოდის იქ ხელისუფლებაში, რომელი პარტია იმარჯვებს და ასე შემდეგ. და ეს ინტერესები არის ის, რომ ამერიკას აქვს აქ ეკონომიკური ინტერესები, ამერიკას აინტერესებს სტრატეგიულად, რომ საქართველო იყოს დამაკავშირებელი რგოლი აზიისა და ევროპის, მათ შორის იყოს TRIPP-ის ნაწილი, რომელიც არის ტრამპის პროექტი.
ამ ყველაფერს სჭირდება საქართველოში სტაბილურობა, სჭირდება საქართველოში კანონის უზენაესობა, სჭირდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა, სჭირდება საქართველოში ფუნქციონირებადი ლიბერალური დემოკრატია, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში ვერ შემოვლენ ამერიკული კომპანიები და არ ჩადებენ აქ ფულს და არ დაიწყებენ ფუნქციონირებას, თუ მათი საკუთრება, მათი ინტერესები ამ ქვეყანაში არ იქნება დაცული. ეს უთხრეს უკვე შვიდასჯერ ვაშინგტონიდან, ეს უთხრეს ყველა შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა ვაშინგტონიდან დელეგაცია. ეს ნიშნავს სინამდვილეში, ივანიშვილმა დაუშვა სერიოზული, ფუნდამენტური შეცდომა, თუმცა მე არ მგონია მას სხვა არჩევანი ჰქონდა, მე ამის მჯერა, მაგრამ მაინც.
სინამდვილეში ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ეს დრო ამ ქვეყანაში დამთავრდება თავისუფლებისმოყვარე საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით. მეც მინდა მივულოცო სომეხ ხალხს, სომხეთს გამარჯვება, ფაშინიანს ამ არჩევნებში და სომხეთის დადგომა განვითარების ცივილიზებულ გზაზე. მაგრამ ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში დღემდე აგრძელებს ბრძოლას, დღემდე არ ჩამოუშვია ხელები, არ ჩაუქნევია ფარ-ხმალი. საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ აუცილებლად, გავიმარჯვებთ ნებისმიერ შემთხვევაში", — განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
კომენტარები