კაია კალასი: საარჩევნო კამპანია და კენჭისყრა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმების პირობებში
"საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა ჩატარდა უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და რუსეთის მხრიდან მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმების პირობებში, მათ შორის ეკონომიკური იძულების ზომებით, რომლებიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესის შეფერხებას და პოლარიზაციის წაქეზებას" — წერია წერილში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით ავრცელებს.
ევროკავშირის შეფასებით, კენჭისყრამ სომხეთის დემოკრატიის, რეგიონული მშვიდობისა და ევროპასთან დაახლოებისადმი ერთგულება დაადასტურა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული საარჩევნო კამპანიისა, არჩევნები სათანადოდ ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა, ხოლო ამომრჩევლებს რეალური პოლიტიკური არჩევანი ჰქონდათ.
ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მხრიდან ჩარევაზე და აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი უპრეცედენტო ზეწოლისა და ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე წარიმართა.
"საარჩევნო კამპანია და კენჭისყრა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმების პირობებში, მათ შორის ეკონომიკური იძულების მექანიზმების გამოყენებით ჩატარდა, რაც მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესის შესუსტებასა და პოლარიზაციის გაღრმავებას," — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, არჩევნებმა სომხეთის დემოკრატიული მდგრადობა და რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი წარმოაჩინა. ამასთან, ბრიუსელის განცხადებით, კენჭისყრამ კიდევ ერთხელ აჩვენა სომეხი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებების, მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესებისა და სტაბილური მომავლისადმი.
"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, პატივი სცენ კენჭისყრის შედეგებს, დემოკრატიულ პროცედურებს და ნებისმიერი საჩივრის შემთხვევაში გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმები," — აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიუსელი აცხადებს, რომ სომხეთის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონულ მშვიდობასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას.
ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც კვირას, 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ, სამოქალაქო კონტრაქტმა გაიმარჯვა.
- სომხეთის არჩევნების ხმების 100% დათვლილია — მმართველმა პარტიამ ხმების 49.81% მიიღო
- სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი — სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
- ირაკლი კობახიძე: გულითადად ვულოცავ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას არჩევნებში წარმატებას
- ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპას
- მაკრონი ფაშინიანს: მოხარული ვარ, რომ თქვენს გვერდით გავაგრძელებ სამუშაოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდასაჭერად
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას
- მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
- ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები