ზაქარია ქუცნაშვილი

25 Oct. 2017, 00:52

მე ადამიანისთვის [თამაზ მეჭიაურისთვის] მინდოდა შანსი მიმეცა და ვალდებული ვარ, ჩემს ახლობლებზე და ნათესავებზე ვიზრუნო. მაშინ მოხდა ასე, რომ მას პირადად უთხრეს - შენი წარსულიდან გამომდინარე გართულდება კანდიდატად დასახელებაო, თუმცა მე დავასახელე მისი კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში. მისი კორუმპირებული წარსული არ იძლეოდა ამის საშუალებას. ამაზე განაწყენდა და დაგვიწყო შანტაჟი. ბატონი ბიძინას დაჟინებული თხოვნა იყო, ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო ამ პროცესში, ხოლო კორუმპირებულები და შებღალული წარსულის მქონე ადამიანები მეორე პლანზე ყოფილიყვნენ. მან აირჩია შანტაჟის გზა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დააყენა თავისი კანდიდატურა თიანეთში და თქვა, რომ მე თუ სიაში არ ჩამწერთ, ვიმუშავებ იქით, საითაც გამიხარდება. შემდეგ შედგა ბატონი ბიძინას ინიციტივით თათბირი, ამ თათბირს ესწრებოდა გელა ხვედელიძეც, სადაც ბიძინამ უთხრა [მეჭიაურს]: - რა გინდა? ამან უთხრა: - დეპუტატობა მინდა და შესაბამისად აი, ამ ვაჭრობის შედეგად მოხვდა ქართული ოცნების პარტიულ სიაში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ