ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან
ფოტო: ბექას სკოლა
ევროპული არაფორმალური განათლება ქართულ ბანაკებში
თანამედროვე სამყაროში მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შვილებისთვის სწორი გარემოს პოვნაა. იქ, სადაც ინგლისური ენა მხოლოდ საგანი არ არის და სადაც სმარტფონებს რეალური თავგადასავლები ანაცვლებს. სწორედ ამ მისიით შეიქმნა ZigZag Summer Camps — ბექას სკოლის ახალი მიმართულება, რომელიც 13-16 წლის თინეიჯერებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
რა ხდება მაშინ, როცა ინგლისური ენის სწავლების ლიდერები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ექსპერტები ერთიანდებიან? ვესაუბრეთ პროექტის ავტორებს.
ნატალი, რატომ გადაწყვიტეთ ZigZag-ის შექმნა მაინცდამაინც ახლა?
ფოტო: ბექას სკოლა
ნატალი ქენქაძე — ბექას სკოლისა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) თანადამფუძნებელი:
“ბოლო 15 წელია, მე და ჩემმა გუნდმა, ევროკავშირის მხარდაჭერით 100-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი განვახორციელეთ. ვნახეთ, როგორ ცვლის სწორად დაგეგმილი 7 დღე მოზარდის თვითშეფასებასა და მსოფლმხედველობას. სამწუხაროდ, დღეს უფასო საერთაშორისო შესაძლებლობები მცირდება, ჩვენ კი არ გვინდოდა ეს მრავალჯერ გამოცდილი მეთოდოლოგია დაკარგულიყო. ZigZag-ში ჩვენ ვეხმარებით თინეიჯერებს თვითგამორკვევაში. ვასწავლით, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები, როგორ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი და აღმოაჩინონ საკუთარი სუპერძალები, თანაც ეს ყველაფერი ინგლისურად“.
ბექა, რითი განსხვავდება ZigZag სხვა ინგლისურენოვანი ბანაკებისგან?
ფოტო: ბექას სკოლა
ბექა ბერიკაშვილი — ბექას სკოლის თანადამფუძნებელი:
“მთავარი განსხვავება გარემოსა და აქტივობებშია. ჩვენთან ინგლისური არ არის მოსაწყენი გაკვეთილი, ის ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. Native Speaker მენტორებთან ერთად, ჩვენ ვქმნით Zero Judgment ზონას, სადაც მოზარდებს შეცდომის დაშვების აღარ ეშინიათ. სესიებზე ყურადღებას ვამახვილებთ მომავლის უნარებზე, კომუნიკაციის, ლიდერობის უნარებზე, პერსონალური ბრენდინგსა და კრიტიკულ აზროვნებაზე. ბანაკის ბოლოს მშობლები ხედავენ სრულიად სხვაგვარად თავდაჯერებულ შვილებს, რომლებიც ინგლისურად თავისუფლად გამოხატავენ აზრს.
ფოტო: ბექას სკოლა
ZigZag-ის საგანმანათლებლო ხარისხის გარანტია ბექას სკოლის მრავალწლიანი რეპუტაციაა. სკოლა, რომელიც Cambridge English-ის ოფიციალური საგანმანათლებლო პარტნიორია საქართველოში, 14,000-ზე მეტ ადამიანსა და 100-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა ენობრივი ბარიერის გადალახვაში. ეს გამოცდილება ნიშნავს, რომ ბანაკის ყოველი აქტივობა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო Native Speaker მასწავლებლების ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ მოზარდებმა ინგლისური ენა ბუნებრივ, ცოცხალ კონტექსტში აითვისონ”.
ანი, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს, რა მიგაჩნიათ ბანაკის მთავარ ღირებულებად?
ფოტო: ბექას სკოლა
ანი კოხტაშვილი — ICPI-ის თანადამფუძნებელი:
“ჩემთვის ZigZag, პირველ რიგში, ადამიანური კავშირებია. მოზარდობის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სამეგობროს (Tribe) პოვნა, სადაც შენი ესმით. ჩვენ ვქმნით ემპათიურ, უსაფრთხო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვი თავს დაფასებულად გრძნობს. იმისთვის, რომ ყველა მონაწილეს ინდივიდუალური ყურადღება დავუთმოთ, ნაკადზე მხოლოდ 30 მონაწილეს ვიღებთ. ჩვენ არ ვასწავლით წიგნებიდან, ჩვენ ვასწავლით ემოციურ ინტელექტს, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. ეს არის ის სოციალური კაპიტალი და ემოციები, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ“.
ფოტო: ბექას სკოლა
გოჩა, თქვენ Outdoor მიმართულებას ხელმძღვანელობთ. რას ნიშნავს ციფრული დეტოქსი პრაქტიკაში?
გოჩა გელაშვილი — ICPI-ის პროექტების მენეჯერი:
“ეს ნიშნავს, რომ სმარტფონების ნაცვლად ვირჩევთ რეალურ ემოციებს. ZigZag-ის პროგრამა ისეა აგებული, რომ მოზარდებს ეკრანები საერთოდ არ ახსენდებათ. ლაშქრობები, სტრატეგიული და გუნდური თამაშობები ბუნებაში, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები — ეს ყველაფერი მათ ეხმარებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლასა და რეალური პრობლემების გადაჭრაში. ბუნება საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ისწავლო საკუთარი თავის მართვა და გუნდური პასუხისმგებლობა“.
ფოტო: ბექას სკოლა
ZigZag Summer Camps ამ ზაფხულს ორ ნაკადს უმასპინძლებს:
- 13-19 ივლისი — მანგლისი (გარემოსდაცვითი განათლების ცენტრი)
- 1-7 სექტემბერი — ცემი (სასტუმრო განთიადი)
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მშობლების გზამკვლევში ან პირდაპირ დარეგისტრირდეთ, რადგან ადგილები შეზღუდულია.
წარმატებებს ვუსურვებთ ბექას სკოლას ამ ახალ და ძალიან სასარგებლო წამოწყებაში!
ფოტო: ბექას სკოლა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
კომენტარები