თსუ-ს სტუდენტის თქმით, მის ოჯახში პოლიცია გაურკვეველი მიზნით მივიდა
ფოტო: ირაკლი კუპრაძე
თსუ-ის სტუდენტმა, ირაკლი კუპრაძემ, რომელიც ბოლო დროს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინაღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და აქციებში აქტიურ მონაწილეობას იღებს, 8 მარტს თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ ბათუმში მის ოჯახში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ოჯახს მასზე კითხვები დაუსვეს. კუპრაძე აცხადებს, რომ მასა და ლევან ლორთქიფანიძეს უთვალთვალებენ და ტელეფონითაც უსმენენ:
"რამდენიმე დღის წინ , ბათუმში სადაც ჩემი ოჯახი: დედა, ბებია და პატარა და ცხოვრობს ორჯერ მივიდა ორი უშიშროების/პოლიციის (უფორმოდ იყვნენ) სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პიკაპის ჯიპით იყვნენ და პირადად მე მომიკითხეს, მოითხოვეს დედაჩემისგან ყველა ტიპის ინფორმაცია ჩემზე და ოჯახის სხვა წევრებზე, ისე რომ არაფერი არ აუხსნიათ რა ხდებოდა... დედაჩემი იმდენად შეშინდა და დაიბნა, რომ სახელი გვარებიც კი ვერ ჰკითხა და ვერც მანქანის ნომერი დაიმახსოვრა, რომ შემდეგ გამომერკვია ყველაფერი. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ ძალიან გთხოვთ ეგებ გამორკვევაში დამეხმაროთ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ".
როგორც შსს-ში On.ge-ის განუცხადეს, კუპრაძის ოჯახში შსს თანამშრომლები არ ყოფილან და გამოძიება აღნიშნულის თაობაზე არ დაწყებულა.
7 მარტს თსუ-ის სტუდენტების აქცია "ყველა სტუდენტი თანასწორია-არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს" გაიმართა. აქციის დაწყების მიზეზად სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგზე დასასწრებად დახარჯულ 24 600 ლარს ასახელებდნენ. მათი თქმით, პირველად არ ხდება, როდესაც თვითმმართველობა მსგავსი ოდენობის თანხას სხვადასხვა ღონისძიებაზე ხარჯავს.
უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტები რექტორთან შეხვედრასა და ამ საკითხთან დაკავშირებით დალაპარაკებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ვლადიმერ პაპავა უკვე დაპირდა სტუდენტების, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გამოუყო თვითმმართველობას ბაკურიანში წასასვლელი თანხა. რექტორის თქმით კი, თვითმმართველობამ სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხიდან მხოლოდ 22% დახარჯა.
აღნიშნულის გარდა, სტუდენტები აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი, რომელიც კანცლერის კანდიდატად არის წარდგენილი, არის უღირსი ადამიანი და მისი ამ თანამდებობაზე წარდგენა დაუშვებელია. მათი თქმით, ის არის ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სტუდენტებზე ფიზიკურად ძალადობდა.
თსუ-ის რექტორმა სტუდენტების პროტესტსა და მოთხოვნებს, აკადემიური საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნით უპასუხა, სადაც სტუდენტებმა მას სთხოვეს, მოუწოდოს გაფრინდაშვილს მოხსნას კანდიდატურა კანცლერის პოსტიდან.
საბოლოოდ, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავდა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას.
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
კომენტარები