სანქციები და ივანიშვილის აქტივების გაყინვა — ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ახალი კრიტიკული ანგარიში მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კანდიდატ ქვეყანასთან ევროკავშირის შემდგომი ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეცვლის თუ არა მთავრობა თავის ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კურსს.
ანგარიშის მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ, ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგანგაშო უწოდა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
"სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში პროგრესი არ არის; პირიქით, ქვეყანა აგრძელებს სწრაფ დაშვებას ავტორიტარული მმართველობისკენ. ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები, რომელთა სამიზნე ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა, ამავდროულად კი სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პოლიტიკური პატიმრები კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან, ხოლო სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაშია მნიშვნელოვანი საერთაშორისო წვდომის გარეშე. პოლიტიკური პატიმრების არსებობა ფუნდამენტურად შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში," — განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აქამდე ძალიან ცოტა გააკეთეს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის და მათ კოორდინირებული სანქციებისკენ მოუწოდა.
"ამ კონტექსტში, ანგარიში ნათლად აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ნებისმიერი ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს განპირობებული ამ კურსის შესაცვლელად გადადგმული კონკრეტული და გადამოწმებადი ნაბიჯებით. ანგარიში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ რეჟიმის ლეგიტიმაციისგან პოლიტიკური კონტაქტების გზით. ამიტომ, ღრმად დასანანია, თუ რამდენად ცოტა რამ გააკეთეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ამ მოვლენების საპასუხოდ. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული სანქციების დაწესებაზე რეპრესიებსა და სახელმწიფო მიტაცებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უნგრეთის მთავრობის მემკვიდრე საბოლოოდ მოხსნის ბლოკადას და შესაძლებელს გახდის მიზანმიმართული ზომების მიღებას ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ფართო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ," — დასძინა მან.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და გმობენ ქართული ოცნების გაძლიერებულ ტრაექტორიას სრული ავტორიტარიზმისკენ. ანგარიშში ხაზგასმულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
- რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირებისთვის დაუსჯელობის სისტემის შექმნა;
- ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროება;
- ოპოზიციური ფიგურების დევნა და პარტიების აკრძალვის მცდელობა;
- აკადემიური ინსტიტუტების ცენტრალიზებული კონტროლი;
- სამართალდამცავების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო გამოყენება მომიტინგეებისა და პოლიტპატიმრების მიმართ;
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, დააწესონ შეზღუდვები, მათ შორის აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და ვიზების აკრძალვა იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია "სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე".
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მმართველი პარტიის დამფუძნებელზე. ანგარიში კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვს დაუყოვნებლივ პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ, ასევე მისი აქტივების გაყინვას და თანამშრომლობას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან.
ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება, შესაძლოა, ეხმარებოდეს რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით (მათ შორის ნავთობის ექსპორტისა და ფინანსური ნაკადების ნაწილში).
კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს ახლა კენჭს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები