ნებისყოფის ლიმიტი — რატომ არის საღამოს ვარჯიში უფრო რთული, ვიდრე დილის?
ფოტო: Magnific
დილით, თითქოს, ყველაფერი უფრო მარტივია. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ახალგაღვიძებულები პირველი ნახევარი საათის დაბუჟებას გადავლახავთ და მთქნარებასაც შევწყვეტთ. გონება ჯერ გადაღლილი არ არის, არც მისაღები გადაწყვეტილებების სიაა უსაშველოდ გრძელი და, შესაბამისად, იმაზე, რაც დაგეგმილი გაქვს, "კი"-ს თქმა გაცილებით იოლია.
მერე მალევე იწყება დღე — თავისი დიდი თუ პატარა პასუხისმგებლობებით, საქმეებით, საპასუხო წერილებითა და მოულოდნელი პრობლემებით. საღამოსთვის კი თითქოს ყველა ლიმიტი ამოწურული გვაქვს; მათ შორის, ნებისყოფისაც.
დღის განმავლობაში არაერთ გადაწყვეტილებას ვიღებთ — ხშირად ისე, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ: რა ვჭამოთ, რას ვუპასუხოთ, რაზე ვთქვათ "კი", რა გადავდოთ. თითოეული ასეთი არჩევანი, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც დატვირთვაა ტვინისთვის. რაც მეტი დრო გადის, მით მეტად რთულდება შემდეგი "სწორი" გადაწყვეტილების მიღებაც.
მერე კი საღამოს, როცა უფრო მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, ენერგია აღარ გვრჩება იმისთვის, რომ ეს დრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, ვივარჯიშოთ, ვიკითხოთ ან ვისეირნოთ.
ფოტო: Giphy
დილით რამის გადაწყვეტა შედარებით მარტივია — ასე თუ ისე დასვენებულებიც ვართ და მოტივაციაც თითქოს მეტი გვაქვს. საღამოს, გადაღლის გამო, სხვანაირად ვიწყებთ ფიქრს: "დღე ისედაც რთული იყო", "ხვალიდან დავიწყებ", "დღეს დასვენება უფრო მჭირდება" — და ეს ფიქრები საკმაოდ დამაჯერებლადაც ჟღერს.
ეს არ ნიშნავს, რომ საღამოს ვარჯიში შეუძლებელია. უბრალოდ, ის მეტ ძალისხმევას მოითხოვს — არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ გონებრივსაც.
თუ ამას ჯანსაღი ცხოვრების წესის კონტექსტში შევხედავთ, შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს არა საკუთარი თავის იძულება, არამედ გარემოსა და ჩვევების ისე მოწყობა, რომ არჩევანის გაკეთება ნაკლებად გვიწევდეს. მაგალითად: წინასწარ განვსაზღვროთ დრო, მოვამზადოთ სავარჯიშო ტანსაცმელი ან დავთქვათ კონკრეტული რუტინა, რომელზეც თავის დარწმუნება აღარ დაგვჭირდება.
რადგან, რეალურად, პრობლემა ხშირად მოტივაციის ნაკლებობა კი არა, უბრალოდ გადაღლაა. შესაბამისად, დისციპლინასაც შეგვიძლია სხვანაირად შევხედოთ — არა როგორც გამუდმებულ ბრძოლას საკუთარ თავთან, არამედ როგორც უნარს, სწორად დავზოგოთ ენერგია და დრო.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
კომენტარები