თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ — ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ფოტო: თიბისი
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილისა და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის — ინოლა გურგულიას უნიკალური საარქივო აუდიოჩანაწერების ვინილების ნაკრებს.
შვიდი ვინილისგან შემდგარი ნაკრები, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ, 100 საარქივო აუდიო ჩანაწერს ხუთ ალბომად აერთიანებს. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს ჩანაწერები განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებით გამოირჩევა.
- I ვინილი გახსოვს? — აერთიანებს ადრეულ, შინაურ ჩანაწერებსა და ინოლას შემოქმედების საწყის ეტაპს წარმოაჩენს.
- II ვინილი — გამეორება ძნელია — მოიცავს კინოს, თეატრისა და ქალაქურ-ხალხურ რეპერტუარს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
- III ვინილი — ბედნიერი ვარ — ძირითადად გამოუქვეყნებელ მასალას აერთიანებს. აქვე მოისმენთ ინოლას მიერ მოთხრობილ მისავე ბიოგრაფიის ჩანაწერს.
- IV ვინილი — მოვალ და გიმღერებ — ასახავს 2023 წელს აღმოჩენილ ჩანაწერებს.
- V ვინილი — ...პირველად იყო სიმღერა — მოიცავს შედარებით გვიანდელ ჩანაწერებს და ემოციურად ავტორის შემოქმედებით შეჯამებად აღიქმება.
ინოლა გურგულიას (1929–1977) ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. მისი შემოქმედება, საავტორო თუ თარგმანები, უცხოურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, უნიკალურ სინთეზს ქმნის ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურას შორის.
ინოლა გურგულია სიმღერების აღნიშნული ნაკრები მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ ინოლა გურგულიას შემოქმედების ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს მსმენელს, არამედ მომავალ თაობებს უნარჩუნებს ქართული საავტორო სიმღერის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას.
28 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ვინილების ნაკრების შეძენას, მარჯანიშვილის 7-ში თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში. ნაკრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია — რეტრომანიაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.
-
ვიკა ფილფანი: ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებაზე სასადილოებში და ამ ლარნახევრიდანაც კი ფული მოპარეთ ვიკა ფილფანი: ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებაზე სასადილოებში და ამ ლარნახევრიდანაც კი ფული მოპარეთ
გადახედვა
-
რუსულ ცირკში დამცავი ზღუდე ჩამოვარდა და ვეფხვი ხალხში შევარდა (ვიდეო) რუსულ ცირკში დამცავი ზღუდე ჩამოვარდა და ვეფხვი ხალხში შევარდა (ვიდეო)
-
შრი-ლანკის აეროპორტში, ტაილანდიდან დაბრუნებული 22 შრი-ლანკელი ბერი დააკავეს, რომლებსაც 110 კგ-მდე კანაფი აღმოაჩნდათ შრი-ლანკის აეროპორტში, ტაილანდიდან დაბრუნებული 22 შრი-ლანკელი ბერი დააკავეს, რომლებსაც 110 კგ-მდე კანაფი აღმოაჩნდათ
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ — ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ — ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
-
ქვიზი: გამოიცანი ლექსი Google Translate-ის თარგმანით ქვიზი: გამოიცანი ლექსი Google Translate-ის თარგმანით
-
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება — პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება — პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
-
დრონებით თავდასხმამ რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი გამოიწვია დრონებით თავდასხმამ რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი გამოიწვია
გადახედვა
-
ირანის ომის გამო პრეზერვატივებზე ფასები იზრდება ირანის ომის გამო პრეზერვატივებზე ფასები იზრდება
გადახედვა
-
მეუფე ზენონი: ჩემი პოზიცია იყო, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას მეუფე ზენონი: ჩემი პოზიცია იყო, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას
გადახედვა
-
ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთს საქართველოსთვის სასაზღვრო სოფელი არ დაუთმია ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთს საქართველოსთვის სასაზღვრო სოფელი არ დაუთმია
გადახედვა
-
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში — სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში — სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
-
Coachella-ზე დუეტის შემდეგ, მადონა და საბრინა კარპენტერი ახალ სინგლს უშვებენ Coachella-ზე დუეტის შემდეგ, მადონა და საბრინა კარპენტერი ახალ სინგლს უშვებენ
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს
გადახედვა
-
ახმეტაში ყოფილ მეუღლეზე ძალადობისა და ადევნების ბრალდებით კაცი დააკავეს ახმეტაში ყოფილ მეუღლეზე ძალადობისა და ადევნების ბრალდებით კაცი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მიხეილ ხიდურელი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ხიდურელი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნა
გადახედვა
-
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართლოენოვანი განყოფილება გახსნა პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართლოენოვანი განყოფილება გახსნა
გადახედვა
-
28 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი დასახელდება 28 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი დასახელდება
გადახედვა
-
"საფარი": სასამართლომ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამინაცვალს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა "საფარი": სასამართლომ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამინაცვალს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაია მიხეილ მაღლაკელიძემ შეცვალა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაია მიხეილ მაღლაკელიძემ შეცვალა
გადახედვა
კომენტარები