დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს უნიკალურ ბუნებაში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია. იმავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, გახდე იმ ცოცხალი სამყაროს მცველი, რომელსაც სტუმრობ.
ყოველი წლის 22 აპრილი, დედამიწის დღე, კიდევ ერთხელ გვახსენებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას. 2026 წლის მთავარი გზავნილი — ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა, ზუსტად იმაზე მიგვითითებს, რომ პლანეტის გადარჩენა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ქმედებებით იწყება.
საქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ შორის, ბიო მრავალფეროვნების დაცვა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან მხარს უჭერს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებას. ეს ათასობით წლის განმავლობაში ფორმირებული ეკოსისტემებია, რომელთა შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება შენც შეგიძლია. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წესის დაცვაა საჭირო.
იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი იყოს უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი, გაეცანით რამდენიმე მარტივ წესს:
1. იარე მხოლოდ მონიშნულ ბილიკზე
ტურისტული ბილიკიდან გადახვევა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას არ ნიშნავს. ასეთი ქმედებით ზიანდება ნიადაგის საფარი და ითელება იშვიათი მცენარეები, რომლებიც, შესაძლოა, მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას ხარობდნენ. ბილიკზე სიარულით შენ უნიკალურ ფლორას იცავ.
2. ნუ იფიქრებ, რომ ერთი ნარჩენით არაფერი შავდება
ბუნებაში არ არსებობს უხილავი ნარჩენი. შეიძლება იფიქრო, რომ თუ ბუნებაში ერთი ნივთის დატოვება დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეკოსისტემა ასე არ მუშაობს. ის ერთი პლასტმასის ბოთლი თუ პოლიეთილენის პარკი გარემოში წლობით რჩება, აბინძურებს წყალს, ტყის ბინადრებისთვის კი ხშირად სასიკვდილო ხაფანგად იქცევა. იხელმძღვანელე პრინციპით რაც მიგაქვს, ისევ უკან მოგაქვს, რომ ველური ბუნება ხელუხლებელი შეინარჩუნო.
3. დაანთე ცეცხლი მხოლოდ ნებადართულ ადგილას
ბუნებაში მოგზაურობისას პიკნიკი და საღამოს დანთებული კოცონი დღის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. თუმცა, აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ტყის ხანძრების უდიდესი ნაწილი სწორედ ადამიანის დაუდევრობით ჩნდება. ერთ ნაპერწკალს შეუძლია, ათასწლოვანი ტყე გაანადგუროს. ამიტომ კოცონის დასანთებად ყოველთვის მოძებნე სპეციალური, ნებადართული ადგილი. წამოსვლამდე კი კარგად დარწმუნდი, რომ ცეცხლი სრულად ჩააქრე და ხანძრის საფრთხე არ არსებობს.
4. იმოგზაურე დაცულ ტერიტორიებზე ოთხფეხა მეგობრების გარეშე
უწყინარი, შინაური ცხოველი თავისდაუნებურად, შეიძლება სტრესის წყარო გახდეს გარეული ცხოველებისთვის. მისმა სუნმა ან ხმამ შესაძლოა დააფრთხოს ტყის ბინადრები, აიძულოს საარსებო გარემოს დატოვება ან ხელი შეუშალოს გამრავლების პროცესში. ამასთან, ყოველთვის არსებობს დაავადებების გადადების რისკი შინაური ცხოველიდან გარეულზე და პირიქით, ამიტომ ამ წესის დაცვით გარემოზეც იზრუნებ და შენს ოთხფეხა მეგობარზეც.
5. მოუსმინე ბუნების ხმებს და შეინარჩუნე ტყის სიმშვიდე
დაცულ ტერიტორიებზე ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი არღვევს ბუნებრივ ჰარმონიას. ხმაური განსაკუთრებით აფრთხობს ფრინველებს გამრავლების პერიოდში და შესაძლოა, მათ ბუდეებიც კი მიატოვონ. დატკბი ბუნების ხმებით და სხვებსაც მიეცი ამის საშუალება.
6. დატოვე ყველაფერი ისე, როგორც დაგხვდა
რაც უნდა მაცდურად ჟღერდეს სამახსოვროდ ლამაზი ქვის ან მცენარის წამოღება, გახსოვდეს, რომ ეკოსისტემაში ყველა დეტალს თავისი ფუნქცია აქვს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტიც კი შეიძლება იყოს რომელიმე ცოცხალი ორგანიზმის საკვები ან თავშესაფარი. დატოვე ყველაფერი ისე, როგორც დაგხვდა.
7. იმოგზაურე ფეხით
მოტორიზებული ტრანსპორტი, როგორიცაა მოტოციკლი ან კვადროციკლი, იწვევს ნიადაგის ეროზიას, აბინძურებს ჰაერს და ხმაურით არღვევს ველური ბუნების სიმშვიდეს. ფეხით მოგზაურობა საუკეთესო გზაა, რომ სრულად შეიგრძნო ბუნებასთან სიახლოვე და მინიმალური ზიანი მიაყენო გარემოს.
8. ნუ მოწევ დაცულ ტერიტორიაზე
გარდა ხანძრის გაჩენის უდიდესი რისკისა, სიგარეტის ნამწვი ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნარჩენია. ის ნიადაგსა და წყალში გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წამლავს გარემოს.
შენი წვლილი პლანეტის მომავალში
ამ წესების დაცვით შენ არა მხოლოდ იცავ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობიანი არჩევანით უერთდები გლობალურ მოძრაობას, რომლის მიზანიც ჩვენი პლანეტის საერთო მომავლის შენარჩუნებაა.
გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს და გახდი ცვლილების ნაწილი.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები