ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" თავმჯდომარე, ზაქარია გვიშიანი დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამალთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადებას "ტვ პირველზე" ეხმაურება და მას "აბსურდულს" უწოდებს.
"რეგისტრაცია ნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხარე გავლილი და დადასტურებულია [...] რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს და მშობლებმა ამაზე უნდა იფიქრონ, აბსურდულია [...]
არცერთი არგუმენტი არ გამოდგება იმის საწინააღმდეგოდ, რომ ახლა ეს მედიკამენტი არ შემოიტანონ. პლუს ამას, ცოცხალი მაგალითები გვყავს, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც ეს მედიკამენტები ევროპაში მიიღეს და თავს ძალიან კარგად გრძნობენ. სად არის აქ უკუჩვენებები? წლების წინ მიიღეს. თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-მ და ევროპამ აღიარა მედიკამენტები და ახლა თურმე ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი სწავლობს და ამ ნარატივს ახვევს თავზე პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, რომ თითქოს, ის მეტად უფრთხილდება და მეტი სტანდარტით არკვევს, ვიდრე აშშ და ევროპა, ახლა, წლების შემდეგ [...] ეს აბსურდულია. ეს ზუსტად ის მესიჯბოქსია, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილს, რომელსაც ისევ სჯერა, რომ ეს წამალი არ უნდა შემოიტანონ, ისევ ეს დააჯერონ. მაგრამ, ეს არ გამოვა,” — აღნიშნა გვიშიანმა TV პირველთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებას დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტის თაობაზე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისთვის მშობლების წუხილი და სურვილი გასაგებია, მაგრამ მშობლებმა "ყველა რისკი უნდა გაითვალისწინონ".
"ვფიქრობ, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამსჯელო არის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გასაგები არის მშობლების წუხილი და სურვილი, რომ იქნას გამონახული გზები მკურნალობისა. მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო არის, რომ არ ავნო. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება სახელმწიფოზეც და აქედან გამომდინარე, ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს.
აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა, ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მთავარი პრინციპი, საიდანაც ამოდის სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში არის რომ არ ავნო. ისე უნდა მივუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგები. ვიცით, რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა რისკი გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმაც," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე საუბრისას.
ხოლო კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება იმ წამლის შემოტანაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რომლის უსაფრთხოებაზეც მისი მწარმოებელიც არ არის დარწმუნებული.
"დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე. ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?" — განაცხადა კახა კალაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატზე.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიითა და სისუსტით გამოიხატება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვრცელდება და სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი 5000 ბიჭიდან ერთს ეს სინდრომი აქვს და ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება.
დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთ წელზე მეტია სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე არც ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები და არც ირაკლი კობახიძე შეხვედრია მშობლებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები