Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ Aqualia საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2026 წლის Global Water Awards-ის ორი პრესტიჟული ნომინაციის ფინალისტი გახდა.
საერთაშორისო წყლის ინდუსტრია წლის მთავარი მოვლენის მოლოდინშია. წყლის ოსკარებად წოდებული Global Water Awards 2026-ის ფინალისტები ცნობილია და მათ შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას კომპანია Aqualia იკავებს, რომელიც საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე და სტრატეგიული ინვესტორია.
პრესტიჟული გამოცემა Global Water Intelligence-ის (GWI) მიერ Aqualia-ს აღნიშნულ ნომინაციებზე წარდგენა ადასტურებს, რომ კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებით ვითარდება, არამედ წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ეკოლოგიურ სტანდარტებსაც აწესებს მსოფლიო მასშტაბით.
ნომინაცია წლის წყლის კომპანია Aqualia-სთვის გასული წლის მასშტაბური სტრატეგიული ნაბიჯების შედეგია. კომპანიამ შეძლო პოზიციების განმტკიცება მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბაზრებზე, მათ შორის წარმატებით დაიწყო ოპერირება იაპონიის ბაზარზე და საქმიანობა საფრანგეთშიც გააფართოვა. კომპანიამ ახალი კონტრაქტები გააფორმა პერუსა და საუდის არაბეთში. კომპანიის საოპერაციო ზრდას ხელი შეუწყო სექტორში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ფინანსურმა ოპერაციამ: 1.25 მილიარდი ევროს მოცულობის რეფინანსირებამ, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და ინვესტორთა ნდობა.
წლის წყლის კომპანიის ნომინაციაში Aqualia ისეთ გლობალურ ლიდერებს უწევს კონკურენციას, როგორებიცაა Acciona, Aquatech, Miahona და Xylem.
მეორე ნომინაცია — წლის საუკეთესო პროექტი წყლის მეორადი გამოყენების დარგში — Aqualia-ს მიერ ინიცირებულ ევროპულ პროექტ NICE-ს უკავშირდება. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის ინოვაციურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქებში წყლის რესურსების მართვის სრულ ტრანსფორმაციას ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში Aqualia-მ დანერგა სისტემები, რომლებიც მწვანე ინფრასტრუქტურის მეშვეობით შესაძლებელს ხდის გამოყენებული წყლის გაწმენდასა და მის ხელახალ გამოყენებას.
ამ კატეგორიაში Aqualia ისეთი ქვეყნების მასშტაბურ პროექტებს უპირისპირდება, როგორებიცაა ინდოეთი (Wabag და Suez), ირლანდია (Haskoning) და დიდი ბრიტანეთი (Jacobs).
ეს აღიარება Aqualia-სთვის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია წყლის რესურსების მდგრადი მართვის გზაზე. კომპანია აგრძელებს ახალი სტანდარტების დაწესებას მსოფლიო მასშტაბით, იქნება ეს გლობალური გაფართოება თუ ეკო-ინოვაციური პროექტები. ფინალისტებს შორის ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ კომპანია წყლის სექტორის ტოპ-ხუთეულშია, რაც პირდაპირ აისახება მის მიერ განხორციელებული სერვისების ხარისხზე იმ ქვეყნებში, სადაც ის ოპერირებს. გაიმარჯვებს თუ არა Aqualia ორივე ნომინაციაში, ეს 19 მაისს, მადრიდში, Global Water Summit 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
კომენტარები