მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
ფოტო: თოდუას კლინიკა
ჰიპერტენზია იგივე მაღალი არტერიული წნევა არის მდგომარეობა, როდესაც სისხლძარღვებში წნევა ზედმეტად მაღალია (140/90 მმ ვწყ. სვ. ან მეტი). ეს გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს ზრდის და მკურნალობის გარეშე შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს.
მაღალი წნევა ხშირად ჩუმად ვითარდება და ადამიანებს თავს მხოლოდ მაშინ ახსენებს, როდესაც უკვე სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა ხოლმე. გული ის ორგანოა, რომელიც ჩვენი ორგანიზმისა და ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. და რა ხდება მაშინ, როდესაც ის ზედმეტად იტვირთება? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში გაიგებთ.
აღსანიშნავია, რომ ხშირად, მაღალი არტერიული წნევის დროს ადამიანები სიმპტომებს ვერ გრძნობენ. ამიტომ, მისი დადგენის ერთადერთი გზა არტერიული წნევის გაზომვაა.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არტერიული წნევა იწერება ორი ციფრით. პირველი (სისტოლური) ციფრი აღნიშნავს წნევას სისხლძარღვებში გულის შეკუმშვის დროს, ხოლო მეორე (დიასტოლური) ციფრი აღნიშნავს წნევას სისხლძარღვებში გულის მოსვენების დროს (შეკუმშვებს შორის).
რა იწვევს მაღალ წნევას?
არსებობს მაღალი არტერიული წნევის გამომწვევი რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. აქვე აღსანიშნავია, რომ მედიცინაში გამოიყოფა პირველადი და მეორადი ჰიპერტენზია. პირველადია, როდესაც კონკრეტული მიზეზი უცნობია და ფაქტორთა ერთობლიობა მოქმედებს, ხოლო მეორადი, როცა წნევა სხვა დაავადების შედეგია.
ახლა კი იმ ფაქტორებს განვიხილავთ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მაღალი გულის წნევა.
გენეტიკური ფაქტორები
თუ თქვენს მშობლებს ან ახლო ნათესავებს ჰიპერტენზია აქვთ, შესაძლოა, თქვენც გამოგივლინდეთ. სწორედ გენეტიკა განსაზღვრავს, როგორ ამუშავებს თქვენი ორგანიზმი მარილს, როგორ რეაგირებენ სისხლძარღვები სტრესზე და როგორია ჰორმონალური ბალანსი.
კვება: მარილი და ცხიმები
ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ჯანსაღად და სწორად იკვებებით. ყურადღება უნდა მიაქციოთ მარილისა და ცხიმების მიღებას. მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს. რაც მეტი წყალია სისხლში, მით მეტია სითხის მოცულობა, რომელიც სისხლძარღვებს აწვება.
ნაჯერმა ცხიმებმა და ტრანსცხიმებმა შეიძლება სისხლძარღვების კედლებზე ნალექების (ათეროსკლეროზული ფოლაქების) დაგროვება გამოიწვიოს. ეს ძარღვებს ავიწროებს და გულს სისხლის გადატუმბვა მეტი ძალისხმევით უწევს.
სტრესი და ცხოვრების წესი
სტრესის დროს ორგანიზმი ჰორმონებს - ადრენალინსა და კორტიზოლს გამოყოფს, რომლებიც სისხლძარღვებს დროებით ავიწროებენ და გულისცემას აჩქარებენ. თუ სტრესი ქრონიკულია, წნევა მუდმივად მაღალ ნიშნულზე რჩება. გარდა ამისა, სისხლძარღვების კედლებს ისეთი მავნე ჩვევები აზიანებს, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლი.
ჭარბი წონა და უმოძრაობა
ჭარბი წონის შემთხვევაში, ორგანიზმს ქსოვილების ჟანგბადით მოსამარაგებლად მეტი სისხლი სჭირდება. ეს გულზე დატვირთვას ზრდის. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა კი სისხლძარღვებს ნაკლებად „ელასტიურს“ ხდის.
თანმხლები დაავადებები (მეორადი ჰიპერტენზია)
ხშირად მაღალი წნევა სხვა ორგანოს პრობლემაზე მიგვანიშნებს. მაგალითად შეიძლება მიზეზი იყოს:
- თირკმლის დაავადებები: თირკმელები სითხის ბალანსს არეგულირებენ; მათი დაზიანება წნევაზე პირდაპირ აისახება;
- ენდოკრინული დარღვევები: მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
- ძილის აპნოე: ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება, რაც ორგანიზმს სტრესში აგდებს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მაღალი წნევის სიმპტომები შესაძლოა წლების განმავლობაში არ გამოვლინდეს, თუმცა ამ დროს გული და ძარღვები ზიანდებოდეს.
მაღალი წნევა სიმპტომები — როგორ უნდა ამოიცნოთ ეს პრობლემა?
ჰიპერტენზიის მქონე ადამიანთა უმრავლესობა სიმპტომებს ვერ გრძნობს. ძალიან მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი გულმკერდის არეში და სხვა პრობლემები.
თუ გულის მაღალი წნევა უყურადღებოდ დატოვეთ და არ იმკურნალეთ, მან შეიძლება თირკმლის დაავადებები, გულის დაავადებები და ინსულტი გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ძალიან მაღალი წნევის დროს (როგორც წესი, 180/120 ან მეტი) შესაძლოა შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს:
- ძლიერი თავის ტკივილი;
- ტკივილი გულმკერდში;
- თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება;
- გულისრევა და ღებინება;
- მხედველობის გაუარესება ან ცვლილება;
- შფოთვა და გონების არევა;
- ხმაური ყურებში და ცხვირიდან სისხლდენა;
- გულის რიტმის დარღვევა.
ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მხოლოდ სპეციალიტს შეუძლია სათანადო რეაგირება და მკურნალობის სწორი კურსის დანიშვნა.
მაღალი წნევის დიაგნოსტიკა
ექიმთან ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა მკურნალობის კურსი დროულად დაიწყოთ. აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა მხოლოდ ციფრების დაფიქსირება არ არის. ამ პროცესის მიზანია გაირკვეს, რამ გამოიწვია წნევის მატება და რა ზიანი მიადგა ორგანიზმს.
ვინაიდან გულის მაღალ წნევას ხშირად ჩუმ მკვლელს უწოდებენ, მისი გამოვლენის ერთადერთი გზა წნევის რეგულარული გაზომვაა.
როგორც წესი, ჰიპერტენზიის დიაგნოზი ერთჯერადი მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე არ ისმება. საჭიროა, წნევის გადამოწმება. ხშირად ექიმები პაციენტებს წნევის დღიურის წარმოებას სთხოვენ, სადაც დილა-საღამოს გაზომილი მაჩვენებლები იწერება. ეს გამორიცხავს ე.წ. თეთრი ხალათის სინდრომს — მდგომარეობას, როდესაც სტრესის გამო წნევა მხოლოდ ექიმის კაბინეტში იწევს.
კონსულტაციის დროს ექიმი — თერაპევტი ან კარდიოლოგი კომპლექსურ შეფასებას ატარებს. ის პაციენტის გენეტიკას, ცხოვრების წესს და კვების ჩვევებს იკვლევს. შემდეგ კი, ფიზიკურად სინჯავს მას — უსმენს გულსა და ფილტვებს, ამოწმებს პულსს. გარდა ამისა, რისკებსაც აფასებს. კერძოდ, ადგენს პაციენტს ისეთი დაავადებები ხომ არ აქვს, რომლებიც წნევაზე მოქმედებს.
როდესაც მაღალი გულის წნევა უკვე დაფიქსირებულია, ექიმი კვლევებს ნიშნავს, რათა ნახოს, როგორ უმკლავდება გული ამ დატვირთვას.
ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) ჰიპერტენზიის დროს პირველი რიგის კვლევაა. მისი საშუალებით ექიმი ხედავს, არის თუ არა გულის კუნთი გასქელებული (ჰიპერტროფია), რაც ხანგრძლივი მაღალი წნევის შედეგია. ასევე ვლინდება რიტმის დარღვევები და იშემიის ნიშნები.
მრტ (მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია) არ არის რუტინული კვლევა, რომელსაც ყველა წნევიანი პაციენტისთვის აუცილებელია. მას უფრო რთულ შემთხვევებში იყენებენ.
მრტ ინიშნება, როდესაც ექიმს გულის სტრუქტურის ძალიან დეტალური ვიზუალიზაცია სჭირდება; ეჭვი აქვს გულის თანდაყოლილ მანკზე ან სურს გულის ქსოვილის დაზიანების ხარისხი შეაფასოს.
ეს მეთოდი ასევე გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლების ან თირკმლის არტერიების გამოსაკვლევად, თუ არსებობს ეჭვი, რომ წნევას სხვა ორგანოს პათოლოგია იწვევს.
ხშირად დასმული კითხვები — FAQ
რა იწვევს მაღალ წნევას?
მაღალი წნევა შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკით, არაჯანსაღი კვებით, სტრესითა და ცხოვრების წესით.
რა არის მაღალი წნევის პირველი სიმპტომები?
მაღალი წნევა სიმპტომები ხშირად მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულის ფრიალს, თუმცა ზოგჯერ ჩივილები საერთოდ არ ვლინდება.
წნევის რეგულარულად გაზომვა მნიშვნელოვანია?
დიახ, ზოგჯერ ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთი ექიმი პაციენტებს კონკრეტული მაჩვენებლების ჩაწერასაც სთხოვს.
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა — უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან ელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა — უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით მიუსაფარ ძაღლს დაზიანებები მიაყენა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით მიუსაფარ ძაღლს დაზიანებები მიაყენა
გადახედვა
კომენტარები