მეუფე შიო

9 Apr. 2026, 14:57

მეუფე შიო: "დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში და დღესაც დადასტურდა, რომ უხვად არის ეს მუხტი, რაც ვნახეთ უწმინდესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. პანაშვიდში მოვიხსენიეთ დაღუპულების სულები და ილია მეორის სულიც. განსხვავებული იყო ცხოვრება, ღვაწლი და აღსასრული. მაგრამ უწმინდესობამ სიცოცხლე მიუძღვნა ადამიანისადმი მსახურებას. დაღუპული და-ძმები გარდაიცვალნენ, თავი დასდეს სამშობლოსთვის. ჩვენ დღეს ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მომავალზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და იმაზე თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ილია მეორემ, ისე და-ძმებმა დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი გარეგნული პირობები, პოლიტ დამოუკიდებლობა, ასევე ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეს პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს რა არის ნამდვილი თავისუფლება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის რაც გინდა, არამედ შეგეძლოს მართო შენი თავი რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება სახიფათო შეიძლება გახდეს. ასე, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფლება, პირველ რიგში სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, დავფიქრდეთ რა არის ჩვენს ხალხს ცოდვები, რომ გამოვასწოროთ. რომ ვეღირსოთ გამთლიანებას. ღმერთმა აცხონოს მათი სულები. გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს.".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო

97 წლის ქალმა თავისივე გინესის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და კვლავ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი "ფრთაზე მოსიარულე" ქალი…