ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გამოაქვეყნეს რუკა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ალტერნატიულ სანაოსნო მარშრუტებს ასახავს, რათა ტრანზიტულმა გემებმა თავი აარიდონ საზღვაო ნაღმებს — ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედიაზე დაყრდნობით The Jerusalim Post ავრცელებს.
- როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
- ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
ჰორმუზის სრუტის სტატუსი მას შემდეგ გაურკვეველია, რაც ირანულმა მედიასაშუალებებმა ურთიერთგამომრიცხავი ცნობებიგაავრცელეს იმის შესახებ, ეძლეოდათ თუ არა ნავთობტანკერებს გავლის უფლება.
ირანული სახელმწიფო ტელეკომპანია Press TV-ის თანახმად, სრუტე სრულად ჩაიკეტა და ყველა ტანკერი, რომელიც გადასვლას ცდილობდა, უკან გააბრუნეს.
Press TV-ის მიერ ჩაკეტვის შესახებ ცნობების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის სახელმწიფო "სტუდენტურმა საინფორმაციო ქსელმა" (SSN) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის მარშრუტებია დადგენილი, რომლებიც გემებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) კოორდინაციით უნდა გამოიყენონ.
ორგანიზაციის განცხადებით, უსაფრთხო შესასვლელი გზა გადის ომანის ყურიდან კუნძულ ლარაკის ჩრდილოეთით, ხოლო ყურიდან გამოსასვლელი უსაფრთხო გზა გადის კუნძულ ლარაკის სამხრეთით, ომანის ყურის მიმართულებით.
სამშაბათს, 7 აპრილს, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება შეცვალა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის განბლოკვასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.
მათი განმარტეით, ტრამპმა ომის დეესკალაციისკენ კურსი თეირანისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ორ საათზე ნაკლებ დროში აიღო. მანამდე ის ირანს კაპიტულაციას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმით იმუქრებოდა და "ცივილიზაციის განადგურებაზე" საუბრობდა.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა და პარასკევიდან პაკისტანში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. არც ირანს და არც აშშ-ს არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად როდის დაიწყებოდა ზავი; 8 აპრილს, დილით ისრაელში, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში თავდასხმები მაინც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის ვადები რამდენჯერმე გაახანგრძლივა. 21 მარტს ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით პირველად დაემუქრა, თუ სრუტე 48 საათში "სრულად არ გაიხსნებოდა". ორი დღის შემდეგ მან თქვა, რომ დარტყმებს კიდევ ხუთი დღით — 28 მარტამდე გადადებდა, სანამ ირანთან "კარგი" და "პროდუქტიული" მოლაპარაკებები გრძელდებოდა. ირანმა ოფიციალურ პირებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის რაიმე სახის კონტაქტი უარყო. აღნიშნული თარიღის მოახლოებისას ტრამპმა ბოლო ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გადასწია.
6 აპრილს ირანმა აშშ-ის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით The New York Times-მაგაავრცელა. გეგმა პაკისტანის მეშვეობით გადაიცა, რომელიც კონფლიქტში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.
ორშაბათს, 6 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ თუ მისი პირობები7 აპრილს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე არ შესრულდება, ის ირანის მასშტაბით დამანგრეველი საჰაერო დარტყმების შესახებ ბრძანებას გასცემდა.
ცნობისთვის, 8 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. "ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
- POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
- The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
- The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
- ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
- ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
კომენტარები