AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
ფოტო: Wired
ბოლო კვირების განმავლობაში Instagram-ის ანგარიშმა, სახელად FruitvilleGossip, 300 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა ვიდეოების სერიაზე, რომელსაც "ხილის მამობის დადგენა სასამართლოს გზით" ჰქვია.
შოუ მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და მასში AI-ხილის პერსონაჟები მონაწილეობენ: დედა-კლემენტინი, რომელსაც პატარა მანდარინი შვილი ჰყავს, სავარაუდო მამას, მანგოს, სასამართლოში უპირისპირდება. საბოლოოდ, დოქტორ ლაიმს მოსამართლესთან მიაქვს კონვერტი დნმ-ის ტესტის პასუხით: მანგო ბავშვის მამა არ არის.
"არ ვიცი, რატომ დავინტერესდი ამ ხილის ადამიანების ცხოვრებით", — ვკითხულობთ ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარებში. "გთხოვთ, გამოუშვით ბოლო ეპიზოდი ამაღამ, ძალიან გვჭირდება", — წერს სხვა მომხმარებელი.
ფოტო: AI
ვირუსულ AI ვიდეოებში, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალური ქსელები მოიცვა, ერთი თემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა: ქალი ხილის პერსონაჟები ხშირად დამამცირებელ სიტუაციებში არიან, ზოგჯერ კი ძალადობის მსხვერპლადაც გვევლინებიან.
ვიდეოებში ხშირია სიუჟეტი, როდესაც ხილი-ცოლები ღალატობენ ქმრებსა და პარტნიორებს, რის შესახებაც ეს პარტნიორები იგებენ და ქალები ყველაფერს კარგავენ. ღალატის შედეგად დაბადებული ხილის ბავშვები, როგორც წესი, სულ სხვა სახის ხილი არიან. საპასუხოდ, ხილის ქალებს ვიდეოებში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ბავშვებს კი ხშირად ფანჯრიდან სასიკვდილოდ ისვრიან.
ფოტო: AI
ზოგიერთ AI ვიდეოს აშკარა სექსუალური ძალადობის ნიშნები აქვს. ვიდეოებში ხილი მშობლები სექსუალურ კავშირს ამყარებენ შვილების მეგობრებთან და სიტყვიერად ძალადობენ საკუთარ შვილებზე. ამ ყველაფერთან ერთად, ხილ ქალებსა და ბავშვებს ზვიგენები დასდევენ, ბლენდერში თქვეფენ ან ცოცხლად ხარშავენ.
უცნაურია, მაგრამ ზოგიერთი ვიდეო ქალ AI-ხილებს მხოლოდ გაზებზე გასვლის გამოც სჯის — ხილი-კაცები ამის გამო ქალებს გამუდმებით აგდებენ სახლიდან ან სვამენ ციხეში.
სასამართლოს ვიდეოების ავტორი ამბობს, რომ მსგავსი ვიდეოების პოპულარობის ნახვის შემდეგ, თავადაც გაუჩნდა AI-ხილის დრამების შექმნის იდეა. მისი თქმით, ვიდეოები ისეთი AI გენერატორებით იქმნება, როგორებიცაა Google Veo, Kling AI ან Sora.
ამ დროისთვის AI-ხილის ყველაზე დიდი ანგარიში Ai Cinema-ა, რომელიც ქმნის პაროდიულ სერიალს სახელწოდებით ხილის სიყვარულის კუნძული (Fruit Love Island). ანგარიშმა დაახლოებით 10 დღეში TikTok-ზე 3.3 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა. სერიალი, რომელიც უკვე 21-ზე მეტ ეპიზოდს და ჯამში 200 მილიონზე მეტ ნახვას ითვლის, რეალური რეალითი შოუს სიუჟეტს მიჰყვება.
ფოტო: TikTok/Ai Cinema
პირველ ეპიზოდებში ქალი ხილები სასიყვარულო ინტერესების გამო ერთმანეთს ფიზიკურადაც კი უპირისპირდებიან და ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ, როგორიცაა "მელოტი ძუკნა". კომენტარებში ხილის სიყვარულის კუნძულის ფანები პერსონაჟების შესახებ მიმებსა და მოსაზრებებს აზიარებენ. აღსანიშნავია, რომ რეალური შოუს მონაწილე ქალების მიმართ არსებული დამცინავი და განმკითხავი დამოკიდებულება AI-ხილის ვერსიაშიც კი იგრძნობა.
ჯესიკა მედოქსი, ჯორჯიის უნივერსიტეტის მედიამცოდნეობის ასოცირებული პროფესორი, ამბობს: "რეალითი ტელევიზიას, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა, მაინც აქვს გარკვეული დამცავი ბარიერები. აქ კი მათ ხელს არავინ უშლის. შეუძლიათ იყვნენ იმდენად მოძალადეები, მიზოგინები და აგრესიულები, რამდენადაც მოესურვებათ".
"სერიალის" ავტორმა განაცხადა, რომ ტიკტოკის წესების დარღვევის გამო მათი 9 ვიდეო წაიშალა: "ხალხი ძალიან გაბრაზებულია ჩემს ანგარიშზე და ვფიქრობ, რომ მასობრივად ასაჩივრებენ ჩემს ვიდეოებს".
AI ვიდეოებმა მომხმარებლების ნაწილში აღფრთოვანება, მეორე ნაწილში კი — ბრაზი გამოიწვია. ამ მომხმარებლებს შორის არამხოლოდ რიგითი ანონიმური პირები, არამედ ცნობილი ადამიანებიც შედიან — პოპვარსკვლავმა ზარა ლარსონმა TikTok-ზე გამოაქვეყნა პოსტი (რომელიც კრიტიკის ტალღის შემდეგ წაშალა) წარწერით: "ბოდიში, დღეს ვერ გამოვალ, უნდა ვნახო, რა ხდება ჩოკოლატინასა და სტრობერტოს თავს".
ფოტო: X
AI ვიდეოების ნახვები სტაბილურად იზრდება და მილიონებს აღწევს, რის გამოც მათ კომენტარებში სხვადასხვა ცნობილმა ბრენდმაც კი დაიწყო გამოჩენა. ტრენდი იმდენად სწრაფად წარმოიშვა და განვითარდა, რომ ზოგიერთი მომხმარებელი ეჭვობს, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი, ხელოვნური კამპანია ხომ არაა, რომლის მიზანიც ე.წ. "AI-ნაგვის" ნორმალიზებაა.
"საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ამ ვიდეოების კომენტარებზე დაკვირვებას და ისინი სულაც არ ჰგვანან ბოტებს. მომხმარებლების პროფილებსაც გადავხედე, ესენი რეალური ადამიანები არიან, ათასობით გამომწერით. ხალხს ეს უბრალოდ მოსწონს", — ამბობს მედოქსი.
AI ვიდეოების პოპულარულობა უამრავ ადამიანს აძლევს მოტივაციას, თავადაც ჩაერთოს მსგავსი კონტენტის შექმნაში, რადგან შემოსავლის მიღების პოტენციალი უზარმაზარია — მილიონობით ნახვების შემთხვევაში, თითოეულ ვიდეოს ათასობით დოლარის გამომუშავება შეუძლია.
AI-ხილის ვიდეოების ტრენდი მარტის დასაწყისში დაიწყო, შემდეგ ხილის სიყვარულის კუნძული გამოჩნდა, რომელმაც სხვა მსგავსი სახის სერიებს ჩაუყარა საფუძველი. მათ შორისაა: The Summer I Turned Fruity (პოპულარული თინეიჯერული დრამის, The Summer I Turned Pretty-ის მიხედვით); The Fruitpire Diaries (The Vampire Diaries-ის მიხედვით) და Food Is Blind (Netflix-ის შოუს, Love Is Blind-ის მიხედვით).
ამ AI კონტენტის წინამორბედად შეიძლება იტალიური "brainrot" პერსონაჟები (მაგალითად, Ballerina Cappuccina და Bombardino Crocodilo) ჩაითვალოს. თუმცა, ამ მინი-სერიალების ყველაზე ახლო პარალელი მაინც მიკროდრამებია.
მიკროდრამები ვერტიკალური ფორმატის მოკლე სერიალებია, რომლებშიც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ. AI-ხილის მსგავსად, ესეც რამდენიმეწუთიანი ეპიზოდური სერიალებია, რომლებიც სოციალური ქსელებისთვისაა შექმნილი და მათი საბოლოო მიზანი მაყურებლის ფასიან აპლიკაციებზე გადამისამართებაა.
ფოტო: Variety
ბენ კოენი, ამერიკელი მსახიობი, რომელსაც დაახლოებით 15 ასეთ მიკროდრამაში აქვს მიღებული მონაწილეობა, AI-ხილის ვიდეოებთან საერთოს ხედავს: ორივე მათგანში გვხვდება "ბევრი ძალადობა ქალების მიმართ". კოენის თქმით, ორივე ფორმატი ცდილობს ამ მოკლე კლიპებში მაქსიმალური დრამა ჩატიოს და გამოიყენოს ყურადღების მიმპყრობი სათაურები, როგორიცაა: "ალფა მაქცია მამიკომ დამაორსულა".
"ვფიქრობ, ხალხს ეს გამაღიზიანებელი, აბსურდული და მულტფილმისებური სტილი იზიდავს. ეს მულტფილმისებური ძალადობაა, მაგრამ მაინც ძალადობაა", — ამბობს მსახიობი.
მიკროდრამების მსახიობებისთვის სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, რასაც დღეს ყველა სამსახიობო სფეროზე ვერ ვიტყვით. კოენმა ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ხდება AI-ს სულ უფრო მეტად ინტეგრირება ვიდეოებში, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის მსახიობებს. AI-ხილის ეპიზოდების მასობრივი წარმოება ბევრად იაფი და სწრაფია, ვიდრე რეალური ფილმების რეალურ მსახიობებთან ერთად გადაღება.
ფოტო: Youtube
სამწუხაროდ, ზოგიერთი მაყურებელი უკვე ფიქრობს, რომ AI ვიდეოები რეალურ შოუებს სჯობს: "როგორ აპირებს Love Island რომ AI-ხილის ვერსიას აჯობოს?" — იკითხა ტიკტოკერმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხილის ვერსია ბევრად უფრო ჩამთრევი იყო, ვიდრე ნამდვილი რეალითი შოუ.
კოენი ლოგიკურად თვლის იმას, რომ ბევრ ადამიანს 20 ან 40-წუთიან სერიალების ეპიზოდებს ურჩევნია 1-წუთიან ვიდეოებს უყუროს, ვინაიდან ტიკტოკმა მათი ყურადღების დიაპაზონი ძალიან შეამცირა.
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
კომენტარები