აშშ-ის საელჩო: საქართველოს მოქალაქეებმა სავიზო დეპოზიტი 30 დღეში უნდა გადაიხადონ, შემდეგ კი მიიღებენ ერთჯერად 3-თვიან ვიზას
2026 წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ. ახალი სავიზო რეგულაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს. მათივე ცნობით, სავიზო გასაუბრების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა სავიზო დეპოზიტი 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ, რის შემდეგაც მიიღებენ აშშ-ში ერთჯერადად შესვლის ვიზას 3 თვემდე ვადით.
მათი ცნობით, გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი. განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად. მეტი ინფორმაციისთვის დაააჭირეთ აქ.
2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა იმ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებისთვის ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემა, რომელთა იმიგრანტებსაც აშშ-ის გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სახელმწიფო დახმარების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს, კვლავ შეუძლიათ საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს საკონსულო გასაუბრებების დანიშვნას.
აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზის განმცხადებლებმა უნდა დაგეგმონ ვიზის გასაუბრება იმ ქვეყანაში მდებარე აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში , სადაც ისინი ცხოვრობენ ან რომლის მოქალაქეებიც არიან. ვიზის განაცხადის საფასური არ ანაზღაურდება და ვერ გამოიყენება სხვა ქვეყანაში განაცხადის გადატანის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ travel.state.gov
H1-B, H-4, F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზების განმცხადებელ ყველა პირს ეძლევა ინსტრუქციები, რომ ყველა სოციალური მედიის ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრი "საჯაროზე" შეცვალოს, რათა ხელი შეუწყოს მათი ვინაობისა და აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად შეერთებულ შტატებში შესვლის დაშვების დასადგენად საჭირო შემოწმებას.
პრეზიდენტის პროკლამაცია №10998-ის შესაბამისად, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეერთებულ შტატებში შეჩერებას და შესვლის შეზღუდვასა აშშ-ის უსაფრთხოების დასაცავად და რომელიც ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვარს, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით (EST) დილის 00:01 საათზე, შეერთებული შტატები აჩერებს ან ზღუდავს შეერთებულ შტატებში შესვლას და ვიზების გაცემას 39 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე იმ პირებისთვის, რომლებიც განაცხადს წარადგენენ პალესტინის ავტონომიის მიერ გაცემული ან დამოწმებული სამგზავრო დოკუმენტებით. პრეზიდენტის №10998 პროკლამაციის მოქმედების ქვეშ მყოფ აპლიკანტებს კვლავ შეუძლიათ ვიზის განაცხადების წარდგენა და დაგეგმილ გასაუბრებებზე დასწრება; თუმცა, შესაძლოა, მათ არ მიეცეთ ვიზის გაცემის ან შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: travel.state.gov
სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზების გაცემა ყველა განმცხადებლისთვის, — წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები