პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს.
"საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს," — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს, 19 მარტს 17:00 საათიდან დაიწყება.
"დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331" — ვკითხულობთ განცხადებაში.
დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:
• თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887)
თბილისიდან გასვლა: 21:00
ბათუმში ჩასვლა: 02:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:45
თბილისში ჩამოსვლა: 13:44
• თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871)
თბილისიდან გასვლა: 09:10
ფოთში ჩასვლა: 14:45
ფოთიდან გამოსვლა: 17:20
თბილისში ჩამოსვლა: 22:54
• თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877)
თბილისიდან გასვლა: 18:30
ზუგდიდში ჩასვლა: 00:40
ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35
თბილისში ჩამოსვლა: 14:44
რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:
• თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)
თბილისიდან გასვლა: 08:00
ბათუმში ჩასვლა: 13:12
ბათუმიდან გამოსვლა: 16:50
თბილისში ჩამოსვლა: 21:49
• თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803)
თბილისიდან გასვლა: 17:10
ბათუმში ჩასვლა: 22:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:00
თბილისში ჩამოსვლა: 12:59
• თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)
თბილისიდან გასვლა: 17:30
ფოთში ჩასვლა: 23:00
ფოთიდან გამოსვლა: 07:10
თბილისში ჩამოსვლა: 12:39
• თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)
თბილისიდან გასვლა: 08:15
ზუგდიდში ჩასვლა: 14:25
ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10
თბილისში ჩამოსვლა: 23:19
• თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)
თბილისიდან გასვლა: 08:25
ოზურგეთში ჩასვლა: 15:37
ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35
თბილისში ჩამოსვლა: 14:44
• თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617)
თბილისიდან გასვლა: 06:35
ბორჯომში ჩასვლა: 10:48
ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30
თბილისში ჩამოსვლა: 20:50
• თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685)
თბილისიდან გასვლა: 18:45
ბორჯომში ჩასვლა: 22:58
ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50
თბილისში ჩამოსვლა: 10:10
• თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414)
თბილისიდან გასვლა: 07:10
გარდაბანში ჩასვლა: 08:16
გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30
თბილისში ჩამოსვლა: 09:39
• თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416)
თბილისიდან გასვლა: 19:00
გარდაბანში ჩასვლა: 20:06
გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20
თბილისში ჩამოსვლა: 21:29
შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს, კათალიკოს-პატრიარქი საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სახალხო პანაშვიდები იმართება. სინოდის გადაწყვეტილებით, ილია II-ს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
მიმდინარე წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. 17 მარტის დილას, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. გლოვის დღეები 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები