განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვანებივრებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური ელფერის გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომ საკონდიტრო ბრენდ განჯინის დამფუძნებელ, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს — ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის ნოსტალგიის გემო აქვს. სოფოს განსაკუთრებული სიყვარულიც ცხობის მიმართ ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში ის ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომლებიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგთავსი კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას შეიცავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”. — აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი
განჯინის შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინის ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო.“ — იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი.” — ამბობს სოფო.
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, იმისთვის, რომ საკონდიტრო ყოველდღიურად გამორჩეული დესერტებით გადაავსონ.
განჯინის სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინის ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ამ ჩანაფიქრს ადრე თუ გვიან განახორციელებს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები