ქალი მართავს — თეგეტამ მარტის კამპანია დაიწყო
ფოტო: თეგეტა
ქალი მართავს ოჯახს, ბიზნესს, კომპანიას; მართავს თამამად, შეუპოვრად და წარმატებით — ამ კონცეფციით შეიქმნა თეგეტა ჰოლდინგის საგაზაფხულო კამპანია, რომელიც სრულად ქალებს ეძღვნება. მთავარი მიზანი იმ მრავალმხრივი უნარების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა, რომელთა წყალობით ქალები ნებისმიერ პროფესიასა და საქმეს ართმევენ თავს.
კამპანია საიმიჯო ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელიც კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან კოლაბორაციით მომზადდა. ვიდეო სხვადასხვა პროფესიის 27 ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს — მათ, ვინც თავიანთი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ქალი მართავს და მართავს თავდაჯერებით.
ელენე კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ ყველას ნათლად დავანახოთ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. მარტი სრულად ქალებს მივუძღვენით, გვინდა, ეს იყოს თვე სავსე აღიარებითა და შთამაგონებელი ისტორიებით.
თეგეტა ჰოლდინგის პრიზმიდან ქალის მმართველობითი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვსურს, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ამ მასშტაბურ, სტერეოტიპულად მასკულინურ ინდუსტრიაში, კომპანია მათ გვერდითაა, აფასებს მათ შრომას და აღიარებს მათ წარმატებას. საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია და ყველა ის აქტივობა, რომლებიც დაიგეგმა, ერთ გზავნილს ემსახურება — ქალი წარმატებულია ყველა სფეროში, რომელსა აირჩევს. ამასთან ერთად, ეს კამპანია ჩვენთვის ძალიან ავთენტიკურია, რადგან უშუალოდ თეგეტასაც 30-წლიან ისტორიის განმავლობაში პირველად მართავს ქალი.“
ფოტო: თეგეტა
საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია, სხვადასხვა აქტივობა მასშტაბური კამპანიის ნაწილია. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კომპანიის შიდა კულტურაზეც: თეგეტა აცხადებს, რომ ქალების როლი კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებულია.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: “ქალების მხარდაჭერა თეგეტასთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა ან მარტის კამპანია არ არის, ეს ჩვენი გრძელვადიანი, თანმიმდევრული სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გენდერულად თანასწორი გარემო, სადაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბარია. სწორედ ამიტომ ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკითა თუ გადამზადების პროგრამებით აქტიურად ვუწყობთ ხელს ქალების გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების მაჩვენებელი 18-დან 32%-მდე გაიზარდა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამუშაო სივრცით არ შემოიფარგლება — CSR პროექტებით მხარს ვუჭერთ ქალებს სპორტში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სოციალურ ინიციატივაში. გვჯერა, რომ ბარიერების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.
სწორედ კორპორაციული ღირებულებებია ის საფუძველი, რომელსაც თეგეტა ჰოლდინგის მარტის აქტივობები ეფუძნება. საზოგადოება გაიცნობს ავტოინდუსტრიაში დასაქმებულ ქალებს. ასევე თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ კომპანიის მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს. მარტის კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი წარმატებით მართავს ქალი რთულ პროფესიებსა და ყოველდღიურ გამოწვევებს; და რომ საბოლოოდ მართვა არა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი, არამედ ის შინაგანი ძალაა, რომელსაც ქალები ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი, ავტოინდუსტრიაში ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სექტორში, სისტემურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ინიციატივებს, რომელიც კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილია. კომპანიაში სჯერათ, რომ ქალები პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით მუდმივად ამტკიცებენ, რომ წარმატებას განსაზღვრავს არა გენდერი, არამედ ცოდნა, შრომა და მონდომება. თეგეტას ქალთა გაძლიერების პროგრამებიც ზუსტად ამას ასახავს. ის მოიცავს ქალი ლიდერების გაძლიერებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციას. ბოლო ერთ წელიწადში ქალთა წარმომადგენლობა ტოპ-მენეჯმენტში 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს კომპანიამ პირველად დანიშნა ქალი CEO.
დღეს ქალები კომპანიის თანამშრომელთა 24%-ს შეადგენენ, მათ შორის ტექნიკურ, საინჟინრო, სერვისის პოზიციებზე. თეგეტა ჰოლდინგი იყო პირველი კომპანია, რომელმაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკის მიმართულებით პირველი ქალი მექანიკოსები მოამზადა და დაასაქმა. თეგეტა აკადემიის პროგრამების ფარგლებში გასულ წელს 172-მა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება. კომპანია ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა 2019 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან — გაეროს სააგენტოებთან ამ საკითხებზე, ახორციელებს ცნობიერების ამაღლების პროექტებს, როგორებიცაა — მამაკაცური საუბრები, მამების სკოლა, კამპანიებსა და ა.შ. დანერგილი აქვს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა და თანასწორი სამუშაო გარემოს სტანდარტები. კომპანია კაცებით დომინირებულ სექტორებზე სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტშიც ცდილობს — მათ შორისაა ქალი რალისტებისა და ქალი ფეხბურთელების მხარდაჭერა, ქალების გაძლიერება ციფრულ პროფესიებში და სხვ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით , თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
კომენტარები