ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია — თამთა მიქელაძე ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების ჩამოგდებაზე
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე 5 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების ჩამოვარდნას ეხმაურება. მისი თქმით, "ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო მოთამაშეების ზურგით ახალი ეკონომიკური და სხვა შეთავაზებების კუთხით, რამაც კონფლიქტის დინამიკა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები შეიძლება შემოაბრუნოს". მისივე თქმით, "საქართველო სამწუხაროდ ასეთს არაფერს აკეთებს. პირიქით, ის თავად მოწყდა კონსტრუქციულ ევროპულ მოთამაშეებს, ვისაც ამ პროცესში პოლიტიკური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების ინვესტირება და ფასილიტაცია შეეძლო".
"გუშინ მინიმუმ 30 უკრაინული დრონი ჩამოვარდა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებთან აფხაზეთში.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ინციდენტები, როგორც მანამდე ხდებოდა, არამედ სამხედრო ობიექტების მზადყოფნის მიზანმიმართული ტესტირება.
სოჭში და სხვა ზღვისპირა რეგიონებში უკრაინა უკვე დამიზნებულად ესხმის თავს რუსულ ობიექტებს.
გასაგებია, რომ უკრაინა მეტწილად სამხედრო და მასთან დაკავშირებულ ობიექტებს ესხმის თავს და არა მშვიდობიან მოქალაქეებს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში სჩადის.
მაგრამ ცხადია, რომ ეს პროცესები მძიმე რეალობისა და შიშების წინაშე აყენებს აფხაზეთის მოსახლეობას.
ჩემი დაკვირვებით, აფხაზეთში ადგილობრივ ელიტებისა და საზოგადოების ნაწილს უკვე ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული მათი მოწყვლადობა და რუსეთის გავლენის ქვეშ მათი მომავლის რისკი.
ეს უკავშირდება როგორც რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში და შავ ზღვაზე და აფხაზეთის გადაყლაპვის რისკებს, ისე გლობალურ დონეზე რუსეთის დასუსტებასა და საბოლოოდ მისი სისუსტისა და ველურობის ქვეშ დაუცველობის განცდას (რუსეთი დამარცხდა სირიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, მოლდოვაში, ვენესუელაში; მარცხდება ირანში, კუბაში, ახლო აღმოსავლეთში, სადაც ის სრულად თამაშგარე მდგომარეობაშია ჩავარდნილი).
ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო მოთამაშეების ზურგით ახალი ეკონომიკური და სხვა შეთავაზებების კუთხით, რამაც კონფლიქტის დინამიკა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები შეიძლება შემოაბრუნოს.
საქართველო სამწუხაროდ ასეთს არაფერს აკეთებს. პირიქით, ის თავად მოწყდა კონსტრუქციულ ევროპულ მოთამაშეებს, ვისაც ამ პროცესში პოლიტიკური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების ინვესტირება და ფასილიტაცია შეეძლო.
მეტიც, მთელი ეს წლებია გვესმის გალზე სატრანზიტო დერეფნის, აფხაზეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტებისა და იდეების შესახებ, რომლებიც მეტწილად რუსეთის ეკონომიკური ინტერესების გატარებას უკავშირდება.
მოკლედ, ის, რაც შეიძლებოდა ამ ცვალებად და გაურკვეველ რეალობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი და ცვლილების ფაქტორი გამხდარიყო, არსებული უგუნური საგარეო პოლიტიკის გამო არ გვაქვს და ვკარგავთ.
პ.ს. მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე პ.ს. კომენტარი.
მედიებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ვურჩევ: ძალიან უხერხულია, როცა აფხაზეთში თავდასხმების ამ გამოცდილებაზე საუბრობთ და მხოლოდ ტერიტორიას ახსენებთ და არა ადამიანებს, და როცა თქვენს ენაში ერთგვარი სიამოვნებაც კი ჩანს ხოლმე ამ ამბების მიმართ. ჩვენ პირველ რიგში იმ საზოგადოებასთან მისასვლელი გზა უნდა ვიპოვოთ და უნდა დავიჯეროთ, რომ ხალხს და საზოგადოებებს აქვთ ცვლილებებისთვის საჭირო აგენტობა", — წერს თამთა მიქელაძე.
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
კომენტარები