სურნელის ძალა — როგორ მართავს არომატები ჩვენს განწყობას?
ფოტო: Longreads
სურნელი მხოლოდ სასიამოვნო გარემოს შესაქმნელი საშუალება არაა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ემოციებზე, ქცევებსა და მოგონებებზე ახდენს გავლენას.
ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, როგორ მოქმედებს სხვადასხვა სუნი ჩვენზე — სასიამოვნო არომატს ჩვენი განწყობის ამაღლება შეუძლია, მძიმე სუნი კი ხშირად სტრესისა და დისკომფორტის მომტანია.
ყველას აქვს ისეთი სურნელი, რომელიც მასში კონკრეტულ მოგონებებსა და ემოციებს აღვიძებს. მაგალითად, ფერადი ფანქრებისა სუნს შეუძლია ბავშვობაში, ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებზე დაგვაბრუნოს. ისეთი ყოველდღიური სუნებიც კი, როგორებიცაა ახლად გამომცხვარი პურის არომატი თუ საყვარელი სუნამო, გვაბედნიერებს, ნოსტალგიას გვგვრის ან ენერგიით გვავსებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ტვინი სურნელს კონკრეტულ მოგონებებთან და გამოცდილებებთან აკავშირებს, რომელთა გახსენებაც ჩვენში სხვადასხვა ემოციას იწვევს.
ფოტო: Byarcadia
როგორ აღვიქვამთ სურნელს?
რა შუაშია სურნელი და ემოციები ერთმანეთთან? არომატები ჩვენს ორგანიზმში ცხვირის საშუალებით შედის, აქედან კი მათ შესახებ ინფორმაცია ტვინს გადაეცემა. ტვინი მიღებულ ინფორმაციასა და სიგნალებს ჩვენთვის ნაცნობ სურნელებთან აიგივებს. შემდეგ, ამ სურნელს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ჩვენი ტვინი მას კონკრეტულ მოგონებებსა თუ ემოციებთან აკავშირებს. ამ ყველაფრის შედეგად, თითოეული სურნელის შეგრძნება ჩვენს ორგანიზმში განსხვავებულ რეაქციას იწვევს.
ფოტო: Armitage
ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, ჩვენს წინაპრებს საფრთხის თავიდან აცილებაში სწორედ ყნოსვა ეხმარებოდა — ისინი სურნელებით ხვდებოდნენ, სად უნდა მიეგნოთ კარგი საკვებისთვის და რომელი მხრიდან მოდიოდა საფრთხე.
კულტურის გავლენა სურნელის აღქმაზე
ხშირად იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ სუნს, ჩვენი პირადი გამოცდილება განსაზღვრავს. მაგალითად, კონკრეტული კერძის სურნელი თქვენთვის შესაძლოა რომელიმე დღესასწაულთან ან ოჯახურ შეკრებასთან ასოცირდებოდეს, მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის მას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდეს. ზოგიერთ კულტურაში სჯერათ, რომ სურნელს სამკურნალო ან განმწმენდი ძალაც კი აქვს.
ფოტო: The Health Practice
როგორ გამოვიყენოთ სურნელი განწყობის გასაუმჯობესებლად?
გარკვეულ სურნელებს სტრესის შემცირება და ჩვენი განწყობის ამაღლება შეუძლია. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ტვინს აიძულებენ გამოიმუშაოს ბედნიერების ჰორმონები, მაგალითად — სეროტონინი.
ფოტო: D Magazine
აი, როგორ მოქმედებს რამდენიმე სურნელი განწყობაზე:
- ლავანდა — ხშირად ასოცირდება დასვენებასთან და სტრესისგან გათავისუფლებასთან;
- ციტრუსი (ფორთოხალი, ლიმონი) — გვმატებს ენერგიას და გვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში;
- პიტნა — ხელს უწყობს კონცენტრაციასა და აზროვნებას.
ფოტო: Arome360
ამ არომატების თქვენს სახლში, სამუშაო სივრცესა თუ ყოველდღიურ რუტინაში ჩართვა ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. სამუშაო გარემო იქნება თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სურნელების სწორმა გამოყენებამ შეიძლება თქვენი კომფორტი, შრომისუნარიანობა და განწყობა საგრძნობლად გააუმჯობესოს.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
კომენტარები