SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
SJC თქმით, გამოწვეულ დანაკარგებზე წერს და ხაზს უზვამს ომის შედეგად გამოწვეულ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკური ტიპის დესტრუქციასაც. განცხადებაში საუბარია რუსეთის მიერ2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძლის ანექსიისა და ოკუპაციის შესახებ, რასაც ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, დონეცკისა და ლუჰანსკის მხარეების სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა და ამ მხარეების ოკუპაცია მოჰყვა.
SJC ასევე წერს, რომ რუსული ავტოკრატიული მმართველობის თვითდესტრუქციული ტენდენციები, მაგალითი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვისაც.
"დღეს, 2026 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი შესრულდა. რუსეთის ამ იმპერიალისტური და უკანონო აგრესიის შედეგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში დაიღუპა და დაიჭრა ასობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი (მათ შორის უკრაინის დაცვას შეეწირა 100-ზე მეტი ქართველი მოხალისე) და სულ მცირე 55 660 მშვიდობიანი მოქალაქე (14 999 მოკლული, 40 601 დაჭრილი), ხოლო დაახლოებით 6 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა, ამათგან 29 230 უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში აფარებს თავს. თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულია დაახლოებით 3.8 მილიონი უკრაინელი. აღსანიშნავია, რომ ომის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ტიპის დესტრუქციაც, რაც უკრაინელი საზოგადოების კეთილდღეობაზე დამატებით და განგრძობად უარყოფით გავლენას ახდენს.
ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, წინ უძღოდა რუსეთის მიერ ფორმალურად ომის გამოცხადების გარეშე 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და ანექსია, შემდეგ კი, ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, დონეცკისა და ლუჰანსკის მხარეების სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა და ამ მხარეების ოკუპაცია.
უდავოა, რომ მიმდინარე ომის უპირველესი მსხვერპლი თავდაცვაში მყოფი უკრაინელი ხალხია, თუმცა როგორც ყველა სხვა იმპერიალისტური ომის შემთხვევაში, მსხვერპლი იმპერიალისტურ, ამ შემთხვევაში კი რუსულ მხარესაც უკიდურესად დიდია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ბრძოლის ველებზე ასობით ათასი ჯარისკაცი დაკარგა. სამხედრო დანაკარგების დისპროპორციულად მაღალი რაოდენობა მოდის სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსა და რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რესპუბლიკებზე. თავის მხრივ, რუსეთის ეს ხანგრძლივი იმპერიალისტური ომი, რომელიც უკრაინელების პარალელურად საკუთარ მოქალაქეებსაც ანადგურებს, შესაძლებელი, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის ავტოკრატიული მმართველობის გამყარებით გახდა. უკრაინის მიმართ განხორციელებულ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს, უძღვოდა პუტინის რეჟიმის მიერ რუსული დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ორგანიზებული ოპოზიციური ძალების განადგურება დისკრედიტაციის კამპანიებისა და შემზღუდავ კანონმდებლობაზე დაფუძნებული რეპრესიების საშუალებით. თუნდაც საბაზისო დემოკრატიული ინსტიტუტების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებების პირობებში, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი და თვითდესტრუქციული თავდასხმითი ომის წარმოება, რომელიც მხოლოდ მმართველი ელიტის ვიწრო ინტერესებს ემსახურება. ავტოკრატიული მმართველობის ეს თვითდესტრუქციული ტენდენციები, მაგალითი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვისაც", — წერს SJC.
SJC იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევაში აშშ-ის მედიაციით უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით წარიმართება და ადგილი არ ექნება უკრაინულ მხარეზე არალეგიტიმურ ზეწოლას ოპონენტებისა და მით უფრო მოკავშირეების მხრიდან.
"ამ დღეებში, ჟენევაში აშშ-ის მედიაციით უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი მიმდინარე და მომავალი მოლაპარაკება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით წარიმართება და ადგილი არ ექნება უკრაინულ მხარეზე არალეგიტიმურ ზეწოლას ოპონენტებისა და მით უფრო მოკავშირეების მხრიდან. გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკრაინელ ერს შესაძლებლობას მისცეს დაბრუნდეს დევნილობიდან, ხელახლა ააშენოს ქვეყანა ომის ნანგრევებიდან და მიაღწიოს სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობას, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის და არა "დიდი ძალების" ინტერესებს მიერ ნაკარნახები მშვიდობით შეიძლება მიიღწეს. უკრაინის იძულება, ხელი მოაწეროს ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფ და დამამცირებელ, თუ ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მშვიდობის სანაცვლოდ დათმობაზე, არამარტო უსამართლო, არამედ დამანგრეველიც იქნება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ არსებული წესრიგის მრავალი ნაკლოვანებისა და დამახასიათებელი სტრუქტურული უსამართლობის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, „სიკეთესა და ბოროტების მიღმა“, მორალურად ნიჰილისტური რეალპოლიტიკით ჩანაცვლება, მხოლოდ დიდი ეკონომიკური და სამხედრო ძალის სახელმწიფოებს აწყობს და არავითარ შემთხვევაში არ შედის უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების, ისევე როგორც სხვა მოწყვლადი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებში", — წერია SJC-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
SJC მიმდინარე ომის კონტექსტში საქართველოს როლთან დაკავშირებითაც წერს. მათი განმარტებით, ქვეყნის პრიორიტეტად მის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საერთაშორისო დაცვის სტანდარტების სრული უზრუნველყოფა უნდა დარჩეს. SJC წერს, რომ "უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები საქართველოსთვის არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ მკაფიო უსაფრთხოების განზომილებასაც ატარებს".
"რაც შეეხება საქართველოს როლს მიმდინარე ომის კონტექსტში. ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს მის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საერთაშორისო დაცვის სტანდარტების სრული უზრუნველყოფა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ეფექტიანი წვდომა საბაზისო სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა და შრომით სერვისებზე, რაც შეესაბამება როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ვალდებულებებს, ისე საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებს.
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები საქართველოსთვის არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ მკაფიო უსაფრთხოების განზომილებასაც ატარებს. რუსეთის სამხედრო წარმატება ან მარცხი განსაზღვრავს პოსტსაბჭოთა სივრცეში რევიზიონისტული პოლიტიკის ინტენსივობასა და მასშტაბს. აგრესიის დაუსჯელობა ქმნის პრეცედენტს, რომელიც ზრდის ზეწოლისა და დესტაბილიზაციის რისკებს იმ ქვეყნებისთვის, სადაც რუსეთის სამხედრო ან პოლიტიკური გავლენა უკვე ფიქსირდება, მათ შორის საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილი 2008 წლიდან ოკუპირებულია.
ამასთან რუსეთის სტრატეგიული მიზნები უკრაინაში მნიშვნელოვნად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონში სამხედრო და გეოპოლიტიკური დომინირების დამყარებას. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის იმ დერეფნებზე, რომლებიც საქართველოს გავლით აკავშირებს ევროპასა და აზიას. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები განსაზღვრავს საქართველოს როგორც სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის სტრატეგიულ პერსპექტივას", — წერს SJC.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, "საქართველოს საგარეო პოლიტიკის ბოლო წლების ტრაექტორია შემაშფოთებელია და ის ჩვენს საზოგადოებაში მწვავე დისკუსიას და კონფლიქტებს იწვევს" მათივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ტემპი გამოჩნდა და რიტორიკა რადიკალურად შეიცვაალა. SJC ასევე წერს, რომ საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორო ურთიერთობების ტრანსფორმაციის პროცესებიდანაც სრულად გამორიცხული აღმოჩნდა, რაც მათი განმარტებით, ქართული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის მძიმე შედეგია.
"სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ბოლო წლების ტრაექტორია შემაშფოთებელია და ის ჩვენს საზოგადოებაში მწვავე დისკუსიას და კონფლიქტებს იწვევს. სწორედ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გამოჩნდა საქართველოში დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ტემპის შენელება და რიტორიკის რადიკალური ცვლილება, რამაც მკვეთრად დაასუსტა ქვეყნის პოზიციონირება რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაში. ცალსახაა, რომ იზოლაციონისტური ტენდენციების გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე.
ამ პერიოდში კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რომ დისკურსი "ომში ჩათრევის საფრთხის" შესახებ, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს ყალბი და მოჩვენებითია. რეგიონში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც უსაფრთხოების მხრივ მაღალი მოწყვლადობის მიუხედავად, ცდილობენ ევროკავშირთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაძლიერებას. მაგალითად, მოლდოვამ და სომხეთმა ბოლო წლებში გადადგეს ნაბიჯები ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთისგან დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხისა. ამ ფონზე საქართველოში მიმდინარე აგრესიული დეევროპეიზაციის პოლიტიკა და ინტეგრაციის პროცესის ფაქტობრივი შეჩერება, შეუძლებელია აიხსნას ლეგიტიმური მიზნებით.
ამავე კონტექტსში ჩანს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების, პირველ რიგში კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ტრანსფორმაცია და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება. აღნიშნულ პროცესებში დასავლური აქტორების, მათ შორის აშშ-ის, გაზრდილი ჩართულობა მიუთითებს ძალთა გადანაწილების ახალ ეტაპზე. საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში აქტიური და კონსტრუქციული როლი შეინარჩუნოს, რათა არ აღმოჩნდეს რეგიონული ტრანსფორმაციების პერიფერიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებიდანაც სრულად გამორიცხული აღმოჩნდა, რაც ქართული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის მძიმე შედეგია.
მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები მოითხოვს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოზიციონირებას, დემოკრატიის ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერებას და რეგიონულ უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიურ მონაწილეობას და სანამ ანტიევროპულ და იზოლაციონისტურ პოლიტიკას კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ გამოუღია ქვეყნისთვის, ის დროულად უნდა შეიცვალოს.
სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!", — დაწერა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
კომენტარები