ღრძილების ანთება — რა არის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
ფოტო: ბლიც დენტალი
ღრძილების ანთება — რა არის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
ღრძილების ანთება პირის ღრუს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ხშირად ის შეუმჩნევლად იწყება და მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება, რის გამოც ბევრს ჰგონია, რომ სერიოზული არაფერი სჭირს. საწყის ეტაპზე შეიძლება მხოლოდ სიწითლე, დისკომფორტი ან კბილების გახეხვისას სისხლდენა გამოვლინდეს, თუმცა ეს უკვე ორგანიზმის სიგნალია, რომ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. პრობლემის დროული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადრეულ ეტაპზე მკურნალობა ბევრად მარტივი, სწრაფი და ეფექტურია. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ანთება შეიძლება გამწვავდეს და უფრო სერიოზულ გართულებებში გადაიზარდოს.
რა არის ღრძილების ანთება და რა იწვევს მას?
ღრძლების ანთება (გინგივიტი) არის პირის ღრუს დაავადება, რომელიც ვლინდება ღრძილების შეშუპებით, სიწითლითა და სისხლდენით. მთავარი გამომწვევი მიზეზი არასრულფასოვანი ჰიგიენაა. კბილებზე არსებული ნადები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. თუმცა, ჰიგიენის გარდა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს სიგარეტის მოწევამ, არასწორმა კვებამ, ჰორმონალურმა ცვლილებებმა და დაქვეითებულმა იმუნიტეტმაც კი.
ღრძილების ანთების სიმპტომები
ღრძილების ანთება ხშირად ნელა და შეუმჩევლად იწყება, სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს პრობლემას საწყის ეტაპზე. თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი ნიშანი, რომელიც არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ესენია:
- ღრძლებიდან სისხლდენა
- ღრძილების შეცვლილი ფერი
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
- ღრძილების შეშუპება, სიწითლე, ტკივილი
- ღრძილის რეცესია (ღრძილის ქსოვილების განლევა)
დროული რეაგირება და ადრეულ ეტაპზე მკურნალობა გაციელბით მარტივია. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება ნელ-ნელა გაღრმავდეს და მწვავე მდგომარეობაში გადაიზარდოს: დაზიანდეს კბილის გარშემო ქსოვილები, ღრძილები დაიწყოს რეცესია (განლევას) და გაიზარდოს კბილის დაკარგვის რისკიც.
ღრძილების ანთების მკურნალობა
ღრძილების ანთების მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძმეზე. საწყის ეტაპზე ანთება სრულად შექცევადია და სწორი მიდგომით სწრაფად იკურნება.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის პროფესიული წმენდა. ამ პროცედურის დროს ექიმი კბილს აშორებს ნადებს, რომელიც ანთების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სახლის პირობებში ნადების მოცილება შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.
პროფესიული წმენდის შემდეგ ღრძილები მშვიდდება, მცირდება სიწითლე, შეშუპება და ქრება სისხლდენა. საჭიროების შემთხვევაში ექიმი რეკომენდაციას უწევს სპეციალურ სავლებს ან ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობს ანთების შემცირებას.
თუ ანთება უკვე გაღრმავებულია, შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ღრმა წმენდა, რომლის დროსაც იწმინდება ღრძილის ქვეშ დაგროვებული ნადებიც. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში პროფესიული წმენდის პროცედურა მაღალი ხარისხის კომბინირებული ტექნიკით ტარდება, ის გულისხმობს ულტრაბგერითსა და ჰაერ ჭავლოვან წმენდასაც, რაც პროცსის უმტკივნეულოდ და 100%-ით ეფექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს. მოცემული პროცედურა ითვალისწინებს რთულად მისადგომი ადგილებიდან პიგმენტირებული ნადების აქტიურად მოშორებას და კბილის მაგარი ნადების მოცილებას ისე, რომ კბილის ქსოვილი არ დაზიანდეს.
ფოტო: ბლიც დენტალი
რისკ ჯგუფები — ვის ემართება უფრო ხშირად ღრძილების ანთება?
ღრძილების ანთება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომელთაც ეს პრობლემა შედარებით ხშირად აწუხებთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ყოველდღიური ჰიგიენის სირთულე. რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან: ორსულები, მოზარდები, მწეველები, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ატარებენ ბრეკეტებს.
ორსულები — ორსულობის პერიოდში ჰორმონალური ფონი იცვლება, რის გამოც ღრძილები უფრო მგრძნობიარე ხდება. ამ დროს მცირე რაოდენობის ნადებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე, შეშუპება და სისხლდენა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში რეგულარული კონტროლი და პროფესიული წმენდა. ეს პროცედურები ორსულობის პერიოდში სრულიად უსაფრთხოა (შესაბამისი მეთოდებისა და რეკომენდაციების დაცვით) და ხელს უწყობს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას.
მოზარდები — გარდატეხის ასაკში ჰორმონალური ცვლილებები გავლენას ახდენს პირის ღრუს მდგომარეობაზე და ღრძილები შეიძლება უფრო ადვილად გაღიზიანდეს. თუ ამას თან ერთვის არასრულყოფილი ჰიგიენა, ანთების რისკი იზრდება.
მწეველები — მწეველებს ღრძილების ანთება უფრო ხშირად და უფრო მძიმედ უვითარდებათ. თამბაქო ამცირებს სისხლის მიმოქცევას ღრძილებში, რაც ართულებს მათ აღდგენას და ზრდის გართულებების რისკს. ხშირად ანთება შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, თუმცა მაინც მიმდინარეობს.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები — როდესაც სისხლში შაქრის დონე უკონტროლოა, ორგანიზმის თავდაცვის უნარი სუსტდება და ინფექციებთან ბრძოლა რთულდება. შედეგად, ღრძილების ანთება უფრო სწრაფად ვითარდება და მკურნალობაც მეტ დროს მოითხოვს.
ბრეკეტები — ასევე რისკ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ბრეკეტებს ან სხვა ორთოდონტიულ აპარატებს. ასეთ დროს კბილების სრულყოფილად გაწმენდა უფრო რთულია, ნადები ადვილად გროვდება და ღრძილების გაღიზიანების ალბათობა იზრდება.
ამ ჯგუფებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტები და პირის ღრუს სწორი მოვლა. დროული კონტროლი და პროფესიული წმენდა მნიშვნელოვნად ამცირებს ღრძილების ანთების განვითარებისა და გართულებების რისკს.
რა პროცედურებია საჭირო პრევენციისთვის?
ღრძილების ანთების პრევენცია ბევრად მარტივია, ვიდრე უკვე განვითარებული პრობლემის მკურნალობა. პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუციელებელია:
- პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენა — აუცილებელია კბილების სწორად გახეხვა დღეში ორჯერ, მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კბილების ზედაპირის, არამედ ღრძილის კიდესთან არსებული ზონის გაწმენდაც, რადგან სწორედ აქ გროვდება ყველაზე ხშირად ნადები.
- ირიგატორის და კბილის ძაფის რეგულარული გამოყენება — ჯაგრისი ვერ აღწევს კბილებს შორის სივრცეში, სადაც საკვების ნარჩენები რჩება და ბაქტერიები მრავლდება. ირიგატორისა და ძაფის ყოველდღიური გამოყენება სრულყოფილად ასუფთავებს პირის ღრუს საჭმლის ნარჩენებისგან და მნიშვნელოვნად ამცირებს ღრძილების ანთების განვითარების რისკს.
- პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან — ნადები სახლის პირობებში ვერ იშლება, ამიტომ პერიოდული ვიზიტი სტომატოლოგთან აუცილებელია.
დამატებით, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოვრების წესს. მოწევის შეზღუდვა, შაქრის შემცირება და ბალანსირებული კვება დადებითად მოქმედებს, როგორც კბილებზე, ისე ღრძილებზე.
ფოტო: ბლიც დენტალი
დასკვნა
ღრძილების ანთება გავრცელებული, მაგრამ მართვადი პრობლემაა. მთავარია მისი ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და დროული რეაგირება. ღრძილების ტკივილი, სისხლდენა ან სიწითლე პირველი სიგნალებია, რომ პირის ღრუს ყურადღება სჭირდება.
რეგულარული პროფესიული წმენდა, სწორი ყოველდღიური ჰიგიენა და პროფილაქტიკური ვიზიტები მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს.
ბლიც დენტალი — კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის გამოცდილ ექიმთა გუნდი პაციენტებს უწევს პროფესიონალურ კონსულტაციას და უტარებს მკურნალობას. ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი პირის ღრუსა და ღრძილების ჯანმრთელობის, მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა.
კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ
ჩვენი მისამართია: ვერა, გიორგი ქუჩიშვილის #11
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
კომენტარები