შალვა კერესელიძე: ღვინის ხარისხის დაცვა თუ გინდათ, ვენახიდან ქარხნამდე ყურძნის გადატანის ნორმების დაცვით დაიწყეთ
"ქართული ღვინის ხარისხის დაცვა თუ გინდათ, სანამ ვენახის გაშენებაზე ნებართვებს შემოიღებთ, უმჯობესია ქართული ღვინის ხარისხი რთველის დროს ვენახიდან ქარხნამდე ყურძნის გადატანის ნორმების დაცვით დაიწყოთ", — ამის შესახებ,"ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებებზე საუბრისას, პარტია გახარია — საქართველოსთვის, ერთ-ერთი წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მხარს უჭერენ ქართული ღვინის დაცვას, მაგრამ მხოლოდ გაზრდილი ბიუროკრატიის იმედად ხარისხს ვერ შენარჩუნდება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული ღვინის ხარისხის დაცვას, მაგრამ მოუმზადებელი სერტიფიცირების და ნებართვების შემოღებით, მხოლოდ გაზრდილი ბიუროკრატიის იმედად ხარისხს ვერ შეინარჩუნებთ.
ქართული ღვინის ხარისხის დაცვა თუ გინდათ, სანამ ვენახის გაშენებაზე ნებართვებს შემოიღებთ, უმჯობესია ქართული ღვინის ხარისხი რთველის დროს ვენახიდან ქარხნამდე ყურძნის გადატანის ნორმების დაცვით დაიწყოთ", — განაცხადა მან
მისივე განმარტებით, ვენახის გაშენების აკრძალვის ნაცვლად, მევენახეს ხარისხიანი ყურძენი ფასით უნდა წაუხალისონ, ხარისხიან ყურძენს თავისი ფასი უნდა ჰქონდეს და მეღვინეს და კერძო სექტორს კიდევ ღვინის მარკეტინგი უნდა დაუფინანსონ.
"ვენახების გაშენება კი არ უნდა აკრძალოთ და ვენახების ფართობის შემცირებაზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ მევენახეს ხარისხიანი ყურძენი ფასით უნდა წაუხალისოთ და ყველა ჯიშის და ხარისხის ყურძენს თავის ფასი უნდა ჰქონდეს, ხოლო მეღვინეს და კერძო სექტორს კიდევ ღვინის მარკეტინგი უნდა დაუფინანსოთ და არა უხარისხო და ხარისხიან ყურძენში პოლიტიკის და საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ერთი ფასი გადაიხადოთ და რეალურად მივიღოთ ის, რომ მევენახეობა და გამრჯე-მშრომელი მევენახე გლეხკაცის ჯაფა გროშებად შეფასდეს და საბოლოო შედეგად კიდევ მევენახეობა-მეღვინეობა სპირტის მონოპოლიურ ბიზნესად და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიების კორუფციულ წყაროდ გადაიქცეს", — თქვა კერესელიძემ.
მისივე განმარტებით,სერტიფიცირებას ან საწარმოო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე ნებართვების შემოღებას აზრი არ აქვს თუ ქარხანაში ჩასაწურად ფალსიფიცირებული პესტიციდებისგან გაფუჭებულ, კრეფის დროს დაზიანებულ და ტრანსპორტირების დროს დაჭყლეტილი ყურძენი შევა. შალვა კერესელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის ყველაზე სწორი იქნება პოლიტიკისა და კორუფციის ჩამოშორება და მევენახეების ინტერესების გათვალისწინება.
"რა აზრი აქვს ან ნერგების სერტიფიცირებას ან კიდევ საწარმოო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე ნებართვების შემოღებას თუ ქარხანაში ჩასაწურად ფალსიფიცირებული პესტიციდებისგან გაფუჭებულ, კრეფის დროს დაზიანებულ და ტრანსპორტირების დროს დაჭყლეტილ ყურძენს შეიტან რომელიც ყველა შემთხვევაში ღვინის ხარისხს აუცილებლად გაგიფუჭებს. ამიტომ იყავით თანმიმდევრულები და ჯერ პირველ რიგში რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი ის გააკეთეთ და მერე იფიქრეთ სერტიფიცირებაზე და ნებართვების შემოღებაზე. მევენახეობა-მეღვინეობის დარგს ყველაზე სწორი იქნება ჩამოაშორეთ პოლიტიკა და ჩამოაშორეთ კორუფცია. მიუდექით სახელმწიფოებრივად და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით", — თქვა მან.
შეგხსენებთ, ოცნების ხელისუფლების პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით 16 თებერვალს განიხილა.
ცვლილებების მიხედვით, სამეწარმეო მიზნებისთვის ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა იქნება საჭირო.
ეზუგბაიას განცახდებით, ღვინის ეროვნული სააგენტო თანხმობისთვის გასცემს დოკუმენტს, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლებას მისცემს.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები