გახარიას პარტია პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტს წარუდგენს
საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ამნისტიის კანონპროექტს, მოგმართავთ, მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5000-10 000-ლარიანი ჯარიმებისგან და გაათავისუფლეთ დატყვევებული ის ახალგაზრდები — ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, შალვა კერესელიძემ ოცნების პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილი "ქართველი ხალხის არჩეული პრეზიდენტი" არ ყოფილა, მას შეეძლო გამოეყენებინა "ერთადერთი რეალური უფლება" და "უსამართლოდ დატყვევებული სტუდენტები" გაეთავისუფლებინა, თუმცა ასე არ მოიქცა და ეს "ჰუმანური აქტიც პოლიტიზებულ ინსტრუმენტად" აქცია.
მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერა მეორე შანსია და ყაველაშვილს შეუძლია აირჩიოს ვისი პრეზიდენტობა სურს — "ივანიშვილის თუ ქართველი ხალხის".
"თქვენ უარს ეუბნებით ქართველ ხალხს ისეთი ოჯახის წევრობაზე, სადაც მოხუცს აფთიაქში წამლის ფასი არ შეაშინებს, სადაც თავისუფალ ადამიანს, ტროტუარზე განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო, ციხეში არ გაუშვებენ, სადაც დროებით დანიშნული ჩინოვნიკები ვერ შეუშლიან ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ღირსეული განათლება, სადაც ადამიანები, სიდუხჭირისგან თავის დაღწევის გამო, არ იფიქრებენ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას და სადაც კორუფციით ნაშოვნ ფულს ყველა კორუმპირებულს უკან მოატანინებენ.
მე ძალიან მოკლედ და პირდაპირ გეტყვით სათქმელს, რისი თქმაც მსურს. მართალია, თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის რჩეული პრეზიდენტი, მაგრამ თქვენ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ბრძანდებით, რაც თქვენ პირველივე გამოსვლაში დაადასტურეთ, როდესაც პირველივე სიტყვით მადლობა არა ქართველ ხალხს და საკუთარ სამშობლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეთ. პირველი გამოუსწორებელი შეცდომა, რაც თქვენ ჩაიდინეთ, გახლავთ ის, რომ აქციებზე ქალების და ბავშვების დამასისხლიანებელი, ნაცმოძრაობის დროინდელი ჯალათი, მაგნიცკის სიით სანქცირებული ხარება და მისი რაზმი დააჯილდოვეთ ღირსების ორდენით.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ პირობებშიც კი, თქვენ შეგეძლოთ, თქვენი ერთადერთი რეალური უფლება გამოგეყენებინათ და მოქცეულიყავით ისე, როგორც ხალხის პრეზიდენტი და უსამართლოდ დატყვევებული სტუდენტები სახლში გაგეშვათ, რაც ვერ გააკეთეთ და მხოლოდ ივანიშვილის პრეზიდენტად დარჩენა ამჯობინეთ. მშვიდობაზე და დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი ვერ გადადგით. და არა მხოლოდ გინება, ეს ჰუმანური აქტიც პოლიტიზებულ ინსტრუმენტად აქციეთ.
ნუ ვაჭრობთ ადამიანების ბედით!
გამკაცრებული კანონებით კი, ნუ ცდილობთ აღიარება მოიპოვოთ, თუ ხელისუფალი გინდათ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები. თქვენ, თუ მართლა გსურთ პოლიტიკური ვითარების ნორმალიზება, დაძაბულობის დეესკალაცია და პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, რამდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ამნისტიის
კანონპროექტს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის თვიდან 2025 წლის სექტემბრის თვის
ჩათვლით საქართველოში განვითარებულ საპროტესტო აქციებში დაკავებულ და დაჯარიმებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეხებათ, და მოგმართავთ ამ ტრიბუნიდან, მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5000-10 000 ლარიანი ჯარიმებისგან, და გაათავისუფლეთ დატყვევებული ის ახალგაზრდები, რომლებიც ოცნების ამომრჩეველსაც კი ხინჯად აქვს გულში გაჩხირული. მხოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გექნებათ უფლება, თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დეპოლარიზაციასა და ქვეყნის დამშვიდებაზე იმიტომ, რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენას. ჩათვალეთ, რომ ეს მეორე შანსია, გამოიყენეთ ეს შანსი, და აირჩიეთ, ვისი პრეზიდენტი გინდათ იყოთ — ივანიშვილის თუ ქართველი ხალხის!", — განაცხადა კერესელიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები