ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის — თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
ფოტო: თეგეტა
პრეზენტაციები, ინტერაქციული ვორქშოპები, თამაშები, გუნდური შეჯიბრებები და დებატები გარემოსდაცვით საკითხებზე — თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით სიტყვის აკადემიის ზამთრის ბანაკმა ახალგაზრდებს კახეთში უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში 9-17 წლის მოზარდები სრულად ჩამოშორდნენ სოციალურ ქსელებს და ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობების, შემოქმედებითი აზროვნებისა და პასუხისმგებლობიანი, მდგრადი მომავლის ჩამოყალიბების მიზნით გაერთიანდნენ.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო — თაობაში, რომელიც ქმნის მომავალს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბიზნესისთვის აუცილებელი სეგმენტია: ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებით, ოჯახებით, მეგობრებით. თუ ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე არ ეცოდინებათ ნარჩენების სწორი მართვა, მათ შეიძლება უნებლიეთ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, გარემოსა და სხვა ადამიანებს. მაგრამ როდესაც მათ თავიდანვე იციან, რომ ნარჩენი შეიძლება იქცეს ბიზნესშესაძლებლობად, ეს ქმნის ახალ, პასუხისმგებლობიან აზროვნებას, რაც რეალური ცვლილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.
ფოტო: თეგეტა
ბანაკის პროგრამა სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის, ლიტერატურას, ფილოსოფიას, მუსიკას, ისტორიას, კინემატოგრაფიას, ხელოვნებასა და ეკოლოგიას. ბანაკის მონაწილეებს თემის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად სტუმრობდნენ. სპიკერებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გია მურღულია, გიორგი კეკელიძე, მაია ბარათაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ასევე, თეგეტა ჰოლდინგის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დოლიძე.
თამარ დოლიძე, თეგეტა ჰოლდინგის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი: “საკმაოდ მცოდნე ავშვები იყვნენ. ისინი ლოგიკურად პასუხობდნენ კითხვებს გარემოს დაცვაზე, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვზე, მეორადი ზეთების გადაღვრასა და ნარჩენების სეპარირებაზე. ვფიქრობ, კერძო სექტორის წარმომადგენლები ცნობიერების ამაღლების მსგავს ღონისძიებებში აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები, რათა ხელი შევუწყოთ ერთგვარი გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალმა თაობამ პატარა ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით ბანაკის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების არსი, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები და საავტომობილო ნარჩენების — საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, სწორი მართვის ტექნოლოგიები. დებატებისა და მსჯელობის შედეგად ახალგაზრდები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ეკონომიკურ მოგებას, პირიქით — ერთმანეთს ავსებს და ერთობლივად ქმნის მდგრად, გრძელვადიან წარმატებას. ბანაკის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის შედეგად გაიაზრეს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არა მხოლოდ ამცირებს გარემოს დატვირთვას, არამედ ქმნის შემოსავლის ახალ წყაროებს, ნაკლები იხარჯება ნედლეულის შეძენისას და იზრდება კომპანიის რეპუტაციას ბაზარზე.
ფოტო: თეგეტა
ანდრია კიკონიშვილი, სიტყვის აკადემიის დირექტორი: “კომპანიების ამგვარი ჩართულობა საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი და პროდუქტიული გავხადოთ მომავალი თაობის პიროვნული ზრდის პერიოდი. თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით და პროცესში აქტიური მონაწილეობით ბანაკი უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახდა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ინიციატივა გამოიჩინა, რომ მსგავსი პრეზენტაციები მათ სკოლებშიც გაიმართოს. ეს სურვილი ნათლად წარმოაჩენს, რომ ბიზნესის ჩართულობა და მსგავსი დიალოგები ცვლილებების სურვილს აღვიძებს და აჩენს ინტერესს, რომ ისინი თავადაც გახდნენ გარემოსდაცვითი აქტივობების მონაწილეები“.
თეგეტა გრინ პლანეტი, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ავტორიზებული ორგანიზაცია, უკვე წლებია მუშაობს საავტომობილო ნარჩენების მდგრად მართვაზე, თანამედროვე გადამმუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე საქართველოში. ზამთრის ბანაკის მხარდაჭერითა და ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესის აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ სტრატეგიული ინვესტიციაა უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.
--
თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტა ჰოლდინგში დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ზემოაღნიშნული სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
კომენტარები